ნიდერლანდური კომპანია Royal Philips-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ ბიზნესს ყიდის. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქვედანაყოფი Royal Philips-ის სტრუქტურას 12-18 თვეში დატოვებს. კომპანიის გენდირექტორის, ფრანს ვან ჰაუტენის თქმით, მათ სურთ რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესს კარგი მეპატრონე შეურჩიონ. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს Philips-მა 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაყიდა. მომავალში კომპანია ჯანდაცვის სფეროში ბიზნესზე კონცენტრირებას გეგმავს.
28 იანვარს Philips-ის აქციები 3%-ით გაუფასურდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
imedinews.ge