კომპანია „ოლამ ჯორჯია“: „სამინისტროს მთელს გუნდს გულწრფელად გილოცავთ   ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს“.

კომპანია „ოლამ ჯორჯია“: „სამინისტროს მთელს გუნდს გულწრფელად გილოცავთ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს“.

access_time2019-09-20 16:15:21

„გვინდა გულწრფელად მოგილოცოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელს გუნდს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული შედეგები. თქვენი დიდი ძალისხმევით, წელს გაზრდილია მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. მოგეხსენებათ, თხილის და თხილის ინგრედიენტების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ოლამ ჯორჯია“ ზუგდიდში ფუნქციონირებს. „ოლამ ჯორჯია“ სინგაპურული კომპანიის, „ოლამ ინტერნეიშენალის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წლიდან სინგაპურის საფონდო ბირჟაზეა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 19800 კლიენტს ემსახურება და საქმიანობს 60 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.


ქართული თხილის სექტორის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი ერთობლივი, უწყვეტი მუშაობით, საერთაშორისო ბაზარებიდან ველოდებით ქართულ თხილზე გაზრდილ მოთხოვნებს.2016 წლიდან დღემდე, „ოლამ ჯორჯიას“ მიერ საქართველოდან ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაგზავნილია 4000 ტონა თხილის პროდუქცია, მათ შორის, თხილის პასტა.


წლევანდელი მოსავლის ჩვეული პარამეტრები დადებით შედეგებს იძლევა. მჟავიანობის ნიშნული დაეცა 05-მდე და საშუალო მჟავიანობა მერყეობს 0,1-0,5-მდე, რაც 3-ჯერ უკეთესი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, საერთო სიდამპლის და მწერის მაჩვენებლებმაც დაიკლო, რაც მოსავალზეც დადებითად აისახა.


ფერმერები, მომწოდებლები, პატარა და დიდი საწარმოები, ექსპორტიორები სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგებს ხედავენ, რაც დიდი მოტივაციაა ქართული თხილის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის და ამ სექტორში ჩართვისთვის.


ჩვენი მხრიდან გავზარდეთ ძალისხმევა და ჩვენი გეგმები ქართველი ფერმერების მიკვლევადობის სისტემის გასაუმჯობესებლად. მომავალი წლიდან ველოდებით საქართველოს მეთხილე ფერმერებისთვის ოლამის მიკვლევადობის სისტემის ამუშავებას.


დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის და გულითადი მოლოცვა მთელს გუნდს ოლამის დიდი ოჯახისგან“, - აღნიშნულია კომპანიის „ოლამ ჯორჯია“ ღია წერილში.


„კომერსანტი“ 




ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...


მსგავსი სიახლეები

up