„ნუტრიმაქსი“ პროდუქციას მალე ნიგერიის ბაზარზეც გაიტანს

„ნუტრიმაქსი“ პროდუქციას მალე ნიგერიის ბაზარზეც გაიტანს

access_time2022-02-02 12:00:47

ცხოველებისა და ფრინველის საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია ,,ნურტიმაქსი“ აფრიკის ბაზარზე ფართოვდება. განასა და უგანდაში წარმატებული ექსპორტის შემდეგ, კომპანიამ  გეზი ნიგერიისკენ აიღო. ამასთან, ,,ნუტრიმაქსი“ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია რეგიონის ბაზრებზეც.


ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი  დიდ ინტერესს იჩენს განვითარებადი ქვეყნების ბაზრების მიმართ, თუმცა პარალელურად აქტიური მუშაობა მიდის ევროპის ბაზრებზე ნიშის დასამკვიდრებლად. როგორც ,,ნუტრიმაქსის“ ტექნიკური ჯგუფის მენეჯერი რეზო ლაფაჩი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ჯერჯერობით ბიუროკრატიული ბარიერის გამო ევროპის ბაზარზე პირდაპირი ექსპორტი გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.


,,ჩვენ ვამკვიდრებთ ინოვაციებს, ვქმნით პროდუქტს, რომელიც ფერმერს უტოვებს კარგ მოსავალს და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. აზერბაიჯანსა და სომხეთში კარგად ვმუშაობთ,  აფრიკის ბაზარზე ექსპორტი პირველად 2019 წელს განვახორციელეთ,  განასა და უგანდას ბაზრების შემდეგ კი ჩვენი პროდუქტი  უკვე მალე ნიგერიაშიც გაიყიდება. ეს არის  300 მილიონიანი ბაზარი და იქ შესვლა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ვცდილობთ, მოთხოვნადი იყოს ჩვენი პროდუქტი და ამავე დროს იქაური ბაზრის განვითარებასაც შევუწყოთ ხელი. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ასევე ევროპა, სადაც ჯერჯერობით ვერ შევდივართ - სინქრონიზაციის პროცესში ვართ ევროპის კანონმდებლობასთან, სტანდარტი იხვეწება და მალე სრული შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს მიმართულებაც მოვიცვათ. თუმცა ნიდერლანდებში გვყავს ოფიციალური პარტნიორი, რომელიც გვეხმარება რეგიონული ბაზრების ათვისებაში“, - ამბობს რეზო ლაფაჩი ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება საწარმოო პროცესზე პანდემიის გავლენას, როგორც რევაზ ლაფაჩი ამბობს, ამან კონკრეტულად ამ ბიზნესზე დადებითად იმოქმედა, რადგან ცხოველის საკვების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა.



„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ზოგადად ცუდად მოქმედებდა ბიზნესზე, სტრესული გარემო იყო და რამდენიმე დიდი წარმოება გაჩერდა კიდეც, მთლიანობაში ცხოველთა კვების ბაზარი განვითარდა. ჩვენ შემთხვევაში, 2021 წელს 35%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. ჩვენი მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი გავიდა რეგიონებში. პანდემიისას ვიღაცამ ქათამი გაიჩინა, ვიღაცამ ბოცვერი, ძროხა და ასე თანდათან კომბინირებულ საკვებზე მოთხოვნა გაგვეზარდა“, - ამბობს მეწარმე.


მისივე ინფორმაციით, ,,ნუტრიმაქსის“ წარმოებული პროდუქციის 60% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. დანარჩენი 40% ექსპორტზე გადის.


ცნობისთვის, „ნუტრიმაქსი“ დაარსდა 2009 წელს და ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს.


კომპანიის მისიაა მაღალხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური კონსულტაციების მიწოდების საშუალებით, განავითაროს ფერმერული მეურნეობები საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან ჰოლანდიური მსხვილი ჰოლდინგის წევრის — Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალური პარტნიორია, რომელსაც ცხოველთა საკვების, აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიცია უკავია. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up