გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი, კომპანია Nord Stream 2 AG-ი დადებითად აფასებს სამუშაოებიას მსვლელობას და დარწმუნებულია, რომ გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, რაინხარდ ონტიდმა განაცხადა.
„გაზსადენი მზად იქნება“, - აღნიშნა კომპანია Nord Stream 2 AG-ის კომერციულმა დირექტორმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ სიტუაცია გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.
imedinews.ge