ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზის მიღებიდან 4-6 თვის განმავლობაში 93%-ს შეადგენს.
„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩვენი ვაქცინის ეფექტურობა სტაბილურია და ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში 93%-ს შეადგენს. ეფექტურობის ეს ძლიერი ხანგრძლივობა სარგებელს მოუტანს Moderna-ს ვაქცინით აცრილ ასობით მილიონ ადამიანს“, - აღნიშნა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა.
23 ივლისს ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.
29 ივნისს კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ Moderna-ს ვაქცინა ანტისხეულებს წარმოქმნის, რომელიც ეფექტურია კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.
imedinews.ge