კომპანია  Milaha-ს  აღმასრულებელი დირექტორი:   „საქართველოში  ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს

კომპანია Milaha-ს აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს"

access_time2019-10-23 15:10:29

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სადისკუსიო პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიის Milaha-საღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.


აბდულაჰმან ესა ალ-მანაის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა.


,საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ პირველი ევროპული პროექტი, ეს არის საკონტეინერო გადაზიდვები საბერძნეთს-თურქეთს-საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება მარკეტინგულ და საბაზრო მიმართულებას, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე შესაძლებლობა და პოტენციალი. ვფიქრობ ამ მიმართულებით საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გაიუმჯობესოს პოზიციები, - აცხადებს აბდულაჰმან ესა ალ-მანაი.


„კომერსანტი“






ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...


მსგავსი სიახლეები

up