კომპანია ,,მარნისკარი“ რუსეთის ბაზარზე ღვინის რეალიზაციის გაორმაგებას პროგნოზირებს

კომპანია ,,მარნისკარი“ რუსეთის ბაზარზე ღვინის რეალიზაციის გაორმაგებას პროგნოზირებს

access_time2022-04-04 15:00:43

რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და ფასიც მოიმატებს. მას შემდეგ, რაც ევროპის უმეტესმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა და ეკონომიკური კავშირები შეაჩერა, ქვეყანაში დეფიციტის სერიოზული რისკია. როგორც კომპანია ,,მარნისკარის“ დირექტორი ვაჟა ციგროშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ჯამში ეს არის  750 მილიონი ბოთლი ღვინო ევროპიდან, რასაც რუსეთი ვერ მიიღებს. შესაბამისად, ქართული ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება. ციგროშვილის ვარაუდით, მინიმუმ, გაორმაგდება, თუკი პოლიტიკური ვითარება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.


როგორც მეწარმე ამბობს, ომის მიუხედავად, რუსეთში ექსპორტი არ შეუჩერებია, მაგრამ გარკვეული პრობლემა არის, ძირითადად გადარიცხვებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს.


,,გადაზიდვებს ვახდენთ სახმელეთო გზით, ლარსის მეშვეობით. წყვეტა ძირითადად ამინდის გამო შეიძლება იყოს, სხვა მხრივ მიწოდებაში დაბრკოლება არ არის. თუმცა გართულდა ყველაფერი, პრობლემაა გადარიცხვებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეს დროებითია და სიტუაცია თანდათან ლაგდება. ჩვენს ბაზარზე რუსეთს 60% უჭირავს. მაქსიმალურად შევეცადეთ, ეს წილი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამავდროულად სხვა ბაზრებზეც გაგვაქვს პროდუქტი. ჯერჯერობით რუსული ბაზარი ჩვენი კომპანიისთვის დომინანტია. რაც შეეხება ფასს, ჯერჯერობით  არასტაბილურია, ვინაიდან ყველა კომპანია ცდილობს ისარგებლოს ამ მდგომარეობით, გარკვეული დასახელების ღვინო ძვირდება, მაგრამ ზოგი პირიქითაც - ფასი მცირდება. სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან ადგილი აქვს პროდუქტის შეთავაზებას ნაკლებ ფასში, რადგან ცდილობენ, მეტი გაიტანონ.  ეს ტენდენციაც გამოიკვეთა. ადგილობრივ ბაზარზეც მცირე ცვლილებაა, მაგრამ ბაზარზე გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა“, - ამბობს ციგროშვილი.


როგორც ღვინის ექსპორტიორი აღნიშნავს, თუკი პოლიტიკურად არ დაიძაბა სიტუაცია და საქართველო სანქციებთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მინიმუმ, გაორმაგდება.

 


,,როგორც ცნობილია ევროპის ქვეყნებიდან პროდუქტის მიწოდება შეწყდა, 750 მილიონ ბოთლზეა ლაპარაკი, ეს დანაკლისი უნდა შეივსოს. აქედან გამომდინარე, მეტი შესაძლებლობაა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაცია გაიზარდოს, თუ პოლიტიკურად არ შეაფერხებენ ამ სი, სულ მცირე,  გაორმაგდება. ფასებიც მეტნაკლებად დაკორექტირდება, უფრო მაინც ზრდის მიმართულებით“, - დასძენს ციგროშვილი.


ცნობისთვის,  ღვინის მწარმოებელი კომპანია „მარნისკარი“ დაარსდა 2011 წელს. კომპანია ეწევა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსია, აშშ, კანადა, ესტონეთი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა. შ.


კომპანიის წლიური წარმადობა 3 მილიონი ბოთლია. ხოლო  ბრუნვა  15 მილიონ ლარს შეადგენს.


შეგახსენებთ, რომ ექსპერტი 2022 წელს რუსეთში ადგილობრივი წარმოების ღვინის 15–20%–ით გაძვირებას ელოდებიან.


,,საქსტატის“ მონაცემით, 2021 წელს რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up