კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის

კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობა საქართველოში: „ქართველი ბავშვებს ინტერნეტში ყველაზე მეტად აინტერესებთ ურთიერთობა“

access_time2019-09-19 21:10:10


კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობა საქართველოში ინფორმაციით, გასული ზაფხულის არდადეგების პერიოდში ქართველი ბავშვები ძირითადად ინტერესდებოდნენ კომუნიკაციით (52.03%) და პროგრამული უზრუნველყოფით, მუსიკით, სოციალური ქსელებით, ასევე YouTube- ზე ვიდეოებით, ახალი სერიალებით და ფილმებით (33.59%). ქართველ ბავშვებში შედარებით პოპულარული იყო აზარტული თამაშების ვებ-გვერდები, ლატარიები და ტოტალიზატორები, რამაც მშობლების განგაშიც კი გამოიწვია (5.91%). მაგრამ სხვა შეუსაბამო თემებით, როგორებიცაა ეროტიკა და პორნო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი, ძალადობა და იარაღი, ბავშვები უფრო გაცილებით ნაკლებად ინტერესდებოდნენ, ვიდრე ამას მშობლები შიშობდნენ.


მთელს მსოფლიოში ბავშვთა ანონიმური საძიებო მოთხოვნების ანალიზის შემდეგ, კასპერსკის ლაბორატორიის ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ზაფხულს ისინი ყველაზე ხშირად ეძებდნენ ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებს, რამაც შეადგინა საძიებო მოთხოვნის 22%. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები ინტერესდებოდნენ ახალი ფილმით ადამიან-ობობაზე. ასევე, მათი ყურადღება გამახვილდა დისნეის ფილმის ალადინის ეკრანიზაციაზე და საბრძოლო ფილმ „ჯონ ვიკ“-ის მესამე ნაწილზე.


რაც შეეხება სერიალებს, საქართველოში, როგორც ზოგადად, ისე მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდა მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ Netflix- ის "ძალიან უცნაურ რამეებ"-ის ახალ სეზონს. ამავე დროს, ისინი ინტერესდებოდნენ არა მხოლოდ თავად სერიალით, არამედ ინფორმაციით ახალგაზრდა მსახიობების შესახებ, რომელთაგანაც ბევრი მათი თანატოლი იყო. პოპულარობით მეორე ადგილზეგავიდა მინი-სერია HBO-საგან „ჩერნობილი“.



საინტერესოა, რომ ამ სერიის წარმატების ფონზე, ბავშვები დაინტერესდნენ რადიაციით და მასთან დაკავშირებული ყველაფრით. მათ საძიებო მოთხოვნებში გამოჩნდა სიტყვები "რადიოაქტიური", "რადონი" და სხვა მსგავსი, რომლებიც ადრე პოპულარულების ათეულშიც კი არ შედიოდა.


როგორც ჩანს, ზაფხულში ბავშვებს უფრო მეტი დრო აქვთ ინტერნეტ მაღაზიებში სერფინგისთვის. როგორც მსოფლიო კომპანიის სტატისტიკიდან ჩანს, საშუალოდ, წლის განმავლობაში, კატეგორიამ „ელექტრონული კომერცია“ შეადგინა საძიებო მოთხოვნების დაახლოებით 9%; ზაფხულში, ეს მაჩვენებელი თითქმის 13% -მდე გაიზარდა. ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული მოთხოვნები იყო Amazon, eBay და AliExpress. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებიდან ბავშვებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ Vans, Gucci, Zara, H&M, Off-White და Balenciaga. ტექნოლოგიის სფეროში მათ იზიდავდა Apple-ის და Samsung– ის პროდუქტები.


ამ ზაფხულის შედეგების ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია ის იყო, რომ ბავშვები ყურადღებას აქცევდნენ ქსელში კონფიდენციალურობის და ანონიმურობის თემას. მაგალითად, ისეთი სიტყვები, როგორიცაა Proxy და Tor, იდგნენ მათი საძიებო მოთხოვნების პირველ რიგში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად, ახალგაზრდა მომხმარებლების ინტერესი ამ თემასთან მიმართებაში კვლავ იზრდება, თუმა საკმაოდ ნელა.



იმისათვის, რომ დაიცვათ ბავშვი არასასურველი შინაარსის მასალებისა და სხვა ინტერნეტ-საშიშროებისაგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ცნობს და ბლოკავს ბევრ შესაბამის კიბერ საფრთხეს, ასუფთავებს არასასურველი შინაარსის მასალას და იცავს პოტენციურად სახიფათო უცხო ადამიანებთან ონლაინ კონტაქტებისაგან. გარდა ამისა, ამგვარი გადაწყვეტილებების დახმარებით, მშობლები იქნებიან ბავშვის პუბლიკაციების კურსში, ეცოდინებათ სოციალურ ქსელებში მისი მეგობრების სიაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, ასევე გაარკვევენ ბავშვის ადგილმდებარეობას რეალურ დროში.


„კომერსანტი“ 





მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...


მსგავსი სიახლეები

up