„იქს 2“-ის და მერიის გათვლები ერთმანეთს არ დაემთხვა - კომპანიამ ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაზე უარი თქვა

„იქს 2“-ის და მერიის გათვლები ერთმანეთს არ დაემთხვა - კომპანიამ ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაზე უარი თქვა

access_time2019-05-14 11:30:54

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი, რომლის მშენებლობაც კომპანია „იქს 2“-ს 2019 წლის აპრილში უნდა დაეწყო, აღარ განხორციელდება. მიზეზი გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ჩადებულ ინვესტიციას 18 წელი ვერ ამოიღებს.


როგორც „კომერსანტს“ კომპანია „იქს 2“ -ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერიან კირკიტაძემ განუცხადა,აღნიშული შედეგები კომპანიამ თბილისის მერიას წარუდგინა და პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა.


„მოთხოვნის და ფასების გათვალისწინებით, აღნიშნული ობიექტი მომგებიანი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენი და თბილისის მერიის გათვლები არ დაემთხვა ერთმანეთს“-აღნიშნავს კირკიტაძე.



ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა ჯამში 11 მილიონ ლარს შეადგენდა. მიწისქვეშა პარკინგი მინიმუმ 180 ავტომობილს დაიტევდა. თანხა სრულად პროექტის განმახორციელებელ კომპანიას „იქს 2“-ი ეკუთვნოდა და მასში მერია არ მონაწილეობდა.


თბილისის მერიამ ბიზნესმენს ტერიტორია 27 წლიან მართვაში გადასცა. მიწისქვეშა პარკინგი ფილარმონიის გვერდით, ამჟამად არსებულ მიწისზედა პარკინგზე უნდა მოწყობილიყო.



სოფო ქსოვრელი 






თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება
access_time2019-05-21 12:10:37
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0643 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. მაგალითად, თიბისი ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი 1 აშშ...


მსგავსი სიახლეები

up