კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით რიგით მერვე საერთაშორისო თბილისის მარათონი გაიმართება

კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით რიგით მერვე საერთაშორისო თბილისის მარათონი გაიმართება

access_time2019-09-16 11:22:20


 

2019 წლის 16 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და სპონსორებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგს, წლევანდელ ბენეფიციარს და ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებს გააცნობს.


 

პრესკონფერენციას გერმანიის ელჩი საქართველოშიმისი აღმატებულება ბატონი ჰუბერტ კნირში, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორი - ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და თბილისიმარათონის პროექტის მენეჯერი ნიკოლოზ ჯინჯიხაძე დაესწრებიან.


 

რიგით მე-8 თბილისიმარათონი, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, 2019 წლის 29 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. 


 

რეგისტრაციიდან შემოსულ და ტრადიციულად,  ჰაიდლებერგცემენტის მიერ გაორმაგებულ თანხას  კომპანია ამჯერად „ძეგვის თავშესაფრის“ შენობის რეაბილიტაციას მოახმარს.



„ძეგვის თავშესაფარი“,  როგორც „მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლი“, 1995 წელს დაარსდა. 2010 წელს ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა თავშესაფრად იქცა და დღეს იქ 80-ზე მეტი ბენეფიციარი ცხოვრობს.  მათ შორისაა უსახლკაროდ დარჩენილი, ასევე შეზღუდული ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული, მარტოხელა დედები და მათი შვილები. 


თავშესაფარი თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში მდებარეობს.


 

შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი 3 გარბენს ითვალისწინებს და მასზე რეგისტრაცია ვებგვერდზე  www.tbilisimarathon.ge-ზე მიმდინარეობს.  


წლევანდელი გარბენი მოიცავს:

  • ნახევარმარათონს (21,097 კმ- რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი;
  • 10 კილომეტრიან გარბენს რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;
  • ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500 და 12-15 წლამდე - 1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.  

 

რეგისტრაცია  გაგრძელდება 26 სექტემბრის ჩათვლით.

 


ცნობისთვის,  თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.   


 

მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორი.  საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელს 3000-მდე გაიზრდება მონაწილეთა რიცხვიც,  რაც ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.



(NS)






მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება
access_time2020-10-28 15:25:13
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.   მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ...

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?
access_time2020-10-28 15:00:25
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.   საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით,...

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება
access_time2020-10-28 12:20:50
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.  გთავაზობთ კომპანიის განცხადებას: "დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი...

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-10-28 12:21:07
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.  ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up