კომპანია „Georgia Global Utilities“-მა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

კომპანია „Georgia Global Utilities“-მა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

access_time2020-07-27 11:05:09

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ „Georgia Global Utilities“ -მა (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს), 250 მლნ დოლარის მოცულობის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა. მწვანე ობლიგაციების  სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 5 წელია. 

 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო  ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“,-  განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

 

ობლიგაციები გაიცემა და გაიყიდება ნომინალურ ფასად. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.


 

ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე და შეფასდება B+ (სტაბილური) რეიტინგით Fitch-ისგან, და B (პოზიტიური) რეიტინგით S&P-სგან. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი TBC Capital-ი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP-ი წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების DEG, FMO და ADB-ს მიერ.

 

 

 





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up