კომპანია „გემოვანი“ – „პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა ხარისხის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“

კომპანია „გემოვანი“ – „პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა ხარისხის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“

access_time2018-02-05 16:00:48

კომპანია „გემოვანი“ (ქართული სურსათის გამაერთიანებელი ბრენდი) სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერებს სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, გაზაფხულიდან კომპანია ქართული წარმოშობის სხვადასხვა სურსათს ერთ სივრცეში მოაქცევს და ფერმერებს დაეხმარება იმაში, რომ  სოფელში წარმოებული ბუნებრივი პროდუქცია  მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გემოვანის“ დირექტორი ოთარ ნაჭყებია აცხადებს, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ეს სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.  

 

„ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა შეიქმნას მოთხოვნა (ბაზარი) ისეთი მაღალი ხარისხის აგრო-სასურსათო პროდუქტებზე, რომელსაც  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წარსულშიც აწარმოებდნენ. ის გამოირჩევა, როგორც მაღალი ხარისხის გემური თვისებებით, ასევე გამძლეობით და იმუნიტეტით. ამგვარი პროდუქტების მოყვანა/წარმოება დღეს სამწუხაროდ მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ თუ გაჩნდება მოთხოვნა ეს შეიცვლება. ჩვენი მიზანია მიწოდებას ორგანიზება გავუწიოთ და გავაკონტროლოთ, ეს ხელს შეუწყობს ტრადიციული ჯიშების და მეთოდებით წარმოების გაზრდას-აცხადებს ნაჭყებია. 


მისი ინფორმაციით, ამისათვის კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ საინტერესო პროექტს ახორციელებს. როგორც ნაჭყებია აცხადებს, გაზაფხულზე „დედაენის“ ბაღში სპეციალური ბაზრობა მოეწყობა, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული, გენეტიკურად ქართული წარმოშობის და ტრადიციული მეთოდით მომზადებული სოფლის პროდუქტი გაიყიდება. ბაზარი ყოველ შაბათ დღეს გაიმართება და შემოდგომიდან სხვა ადგილებიც დაემატება.


„მსგავსი სახის ბაზრობა 2017 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში ფილარმონიის შესასვლელში მოეწყო და მასში მონაწილეობა 50-მდე ფერმერმა მიიღო. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ მას სისტემატურ სახეს მივცემთ“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

 

როგორც ოთარ ნაჭყებია განმარტავს, სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარებას ხელი თავად კომპანიებმა უნდა შეუწყონ.

 

„ჩვენი ქმედებები სხვებისთვისაც საჩვენებელი უნდა იყოს და ვცდილობთ, რომ ფერმერული მეურნეობის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ. ფერმერებისთვის მოტივაციის მიცემის შემთხვევაში, მათ საქმისადმი მეტი ინტერესი გაუჩნდებათ. გლეხებთან ურთიერთობის დამყარება და მათ წახალისებას დიდი მნიშვნელობა აქვს.ქართული პროდუქციის გაყიდვას უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებას განავითარებს. საბოლოო ჯამში გვინდა საერთაშორისო ბაზრებზე ვპოზიციონირდეთ, როგორც განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის, ისტორიის და გემოვნური თვისებების სურსათის მწარმოებელ ქვეყნად“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.


 

„გემოვანის“ დირექტორმა იმპორტირებული და ქართული პროდუქციის ხარისხზეც ისაუბრა. როგორც ნაჭყებია აცხადებს, ქართული პროდუქცია ხარისხზეა ორიენტირებული, ხოლო იმპორტირებული რაოდენობაზე.


მისივე თქმით, რაოდენობას ხარისხი არ უნდა ეწირებოდეს და ხარისხის ხარჯზე რაოდენობრივი ზრდა არ უნდა ხდებოდეს. 

 

„ზოგადად თუ ჩვენ იმპორტირებულ საქონელს ქართულს შევადარებთ, შესაძლოა წარმადობის თვალსაზრისით შემოტანილი პროდუქცია უფრო მეტი იყოს, თუმცა ქართული პროდუქცია ხარისხზეა ორიენტირებული. რაოდენობას ხარისხი არ უნდა ეწირებოდეს და ხარისხის ხარჯზე რაოდენობრივი ზრდა არ უნდა ხდებოდეს.  მაგალითისთვის რძის ხარისხს მოვიყვან. ვთვლი, რომ ქართული რძე ხარისხზე ორიენტირებული იმპორტირებულზე მეტადაა. რადგან დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ყველა ფერმერი სუფთა პროდუქციას აწარმოებს.დასამუშავებელი მიწა ბევრი გვაქვს, ხოლო სოფლები ცარიელდება“, - აღნიშნა ოთარ ნაჭყებიამ.

 

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიის საქმიანობას, როგორც აღმოჩნდა, „გემოვანს“ გურიაში საკუთარი ფერმა აქვს სადაც და როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელი ჰყავს მოშენებული.

 

„ფერმის ფორმატი მაქსიმალიურად მიახლოვებულია საყოველთაოდ გავრცელებულ საოჯახო პირობებს. ქართული ჯიშის პირუტყვი და მისი გამძლეობა გარემო პირობებზე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ღორები რომლებიც ტყეში გვყავს გაშვებული მათი მოვლა ბევრად ადვილია, ვიდრე სხვა ჭარბ წონაზე ორიენტირებული ჯიშების. ასევეა სხვა დანარჩენი მიმართუებებიც.


ამ ეტაპზე ფერმაში თხები, ძროხები და ტყის ღორები გვყავს. ფერმის განვითარებაზე აქტიურად ვზრუნავთ. სამომავლოდ ქათმბის მოშენებას ვაპირებთ“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დაფუძნებული კომპანია „გემოვანი“ ასევე პურის ბრენდ „მზეთამზეს“ მწარმოებელია. მისი საწარმო თბილისში დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს და 22 ადამიანია დასაქმებული.

 

2015 წელს ორმა მეგობარმა ირაკლი ჩავლეშვილმა და ოთარ ნაჭყებიამ  თანამოაზრეების ხელშეწობით ქართული ჯიშის ხორბლის პურის საწარმო „მზეთამზე“ დააფუძნა.  


კომპანიის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ საქმიანობის დასაწყისში ქართული ჯიშის ხორბლის პოვნა საქართველოში ძალიან რთული იყო, ხოლო ახლა სულ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელი გამოჩნდა.


„მიზანი გვაქვს, რომ საქართველოში მოყვანილმა ხორბალმა ჯერ ქვეყნის შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ხოლო შემდგომში განსაკუთრებული ჯიშის ხორბლის ექსპორტი ჩვენი პროდუქციით დაინტერესბულ ქვეყნებში განვახორციელოთ“.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up