კომპანია „ფერი“ ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

კომპანია „ფერი“ ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

access_time2020-10-06 13:55:49

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ფერი“ შემოუერთდა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში სამშენებლო სექტორში  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. როგორც ცნობილია, „ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა.

 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015, რომელიც „ფერმა“ ყველა ტიპის ინდუსტრიული და სამოქალაქო შენობებისთვის საინჟინრო და საოპერატორო სერვისების წარმატებით განხორციელებაში მიიღო. კომპანიაში ასევე წარმატებულად ხორციელდება პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც OHSAS 18001:2007 ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს. ასევე საგულისხმოა, რომ კომპანიაში დანერგილია გარემოს მართვის სისტემა, რომელიც ISO 14001:2004-ის ყველა მოთხოვნას პასუხობს.


 

„მოხარულები ვართ, რომ სამშენებლო კომპანია „ფერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ფერი“ წარმატებით ახორციელებს მშენებლობის ყველა ეტაპს და არის ძალზედ საიმედო პარტნიორი. ასევე  საგულისხმოა, რომ კომპანია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კვალიფიციური გუნდით, რომელთა გამოცდილება ამ სფეროში 27 წელს ითვლის. ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრებს, რადგან  გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ბიზნეს სექტორს კიდევ უფრო მეტი თანადგომა სჭირდება და ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ და დავიცვათ ჩვენი წევრების ინტერესები“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


R


თეგები:
ფერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up