კომპანია „ენსისი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენსისი“ განცხადებას ავრცელებს

access_time2020-09-18 17:10:04

„კომპანია „ენსისი“ ეხმაურება ბოლო პერიოდში მის შესახებ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას“ – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.



„საჭიროდ ვთვლით, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში 2020 წლის 8 სექტემბერს გასულ სიუჟეტებს („პირველები“ 11:00სთ, 20:00სთ), რომელიც შეეხებოდა კომპანია „ენსისისა“ და კომპანია „თი როუდის“ მიერ ტენდერებში მონაწილეობას.



სიუჟეტებში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ენსისის“ დირექტორი გეგი ქელბაქიანი და კომპანია „თი როუდის“ ხელმძღვანელი შალვა ქელბაქიანი მოქმედებენ შეთანხმებულად და „ტენდერებს ძმები ხან დაბალი ფასის წყალობით, ან უკონკურენტოდ, ხან კი მხოლოდ ერთმანეთის კონკურენციაში იგებენ“.



ზემოხსენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ, რომ:



  1. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი იმარჯვებს სწორედ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების და წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია „ენსისის“ 2013 წლიდან დღემდე, მონაწილეობა 154 ტენდერში აქვს მიღებული, მათგან გაიმარჯვა 42-ში და უკლებლივ ყველა შემთხვევაში, კომპანიამ სწორედ კონკურენტ კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასი წარმოადგინა.




2. კომპანია „ენსისის“ მიერ მოგებულ 42 ტენდერში პრეტენდენტთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 3,44-ს, ეს კი მნიშვნელოვნად აღემატება შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სექტორში ტენდერებში მონაწილე კომპანიების საშუალო ოდენობა შეადგენს 2,61-ს (შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის ანგარიში, გვერდი 13). მეტიც, კომპანია „ენსისის“ მიერ მოგებულ ტენდერთაგან 26-ში მონაწილეობდა 3 და მეტი კომპანია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კონკურენტულ გარემოს, რომლის ფარგლებშიც „ენსისი“ გამოვლინდა გამარჯვებულად.



3. რაც შეეხება კომპანია „თი როუდს“ და მის მონაწილეობას ტენდერებში, დაფუძნების დღიდან, კომპანიამ ჯამში 9 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ყველა მათგანში მონაწილეობდა 3-ზე მეტი პრეტენდენტი. ხსენებული ტენდერებიდან, კომპანია „თი როუდმა“ გაიმარჯვა 3 ტენდერში, სადაც ერთ შემთხვევაში, 7 (NAT180000783), მეორე შემთხვევაში - 8 (NAT180000784), ხოლო მესამე შემთხვევაში - 3 (DEP180000096) პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ იმ ტენდერებიდან, რომელშიც კომპანია „თი როუდმა“ გაიმარჯვა, მხოლოდ 2 მათგანში მონაწილეობდა კომპანია „ენსისი“.



მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სიუჟეტში მიზანმიმართულად გაჟღერებულია ცრუ ბრალდებები.



აქვე, გამოვეხმაურებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ 26 აგვისტოს მომზადებულ სიუჟეტს, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ენსისის“ მიერ „უხარისხოდ“ შესრულებული სამუშაოებისა, მერია მაინც უფორმებს კომპანიას ძვირადღირებულ ტენდერებს.



პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „ენსისის“ მიერ ჩატარებული სამუშაოები მოწმდება საზედამხედველო ორგანოების მიერ. აღნიშნული გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესის ზედამხედველობას და სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და მისი მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს. ვინაიდან საზედამხედველო ორგანოების მხრიდან, შპს „ენსისის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაცემულია დადებითი საექპერტო დასკვნები, აღნიშნული გულისხმობს, რომ კომპანია მუშაობს არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.



ასევე, „მთავარი არხი“, დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გაარკვევდა, რომ მერიის ბიუჯეტის პანდემიის გამო შეკვეცის შედეგად, მერიამ სწორედ კომპანია „ენსისის“ შეუწყვიტა მოგებული ტენდერის შედეგად დადებული სამი ხელშეკრულება (NAT200003981, NAT200006599, NAT200007031), რომლის ჯამური ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ლარია.



დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა რეალურად დაინტერესებული მედიის წარმომადგენელს შეუძლია განცხადებაში მოყვანილი ნებისმიერი ფაქტის გადამოწმება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“ – ნათქვამია კომპანია „ენსისის“ განცხადებაში.






თეგები:
„ენსისი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up