კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

access_time2016-11-17 16:15:48

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე N63-თან, თეგეტა მოტორსთან დაზიანებულია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი. დაზიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშენებული ბეტონის ფილების ზეწოლამ გამოიწვია.



ადგილზე მობილიზებული იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სამუშაო ჯგუფები და მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.



სამუშაო პროცესს, ასევე ართულებს ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვა.



დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.



აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათიდან 18 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:




სამგორის რაიონში:


კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს.




წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება

შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili



„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

“პირველ წელს მოგების გადასახადი დარჩება 15 %; საშემოსავლო გადასახადი კი გახდება 15 %“ - რას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ეკონომიკური პროგრამა

“პირველ წელს მოგების გადასახადი დარჩება 15 %; საშემოსავლო გადასახადი  კი  გახდება 15 %“  - რას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ეკონომიკური პროგრამა
access_time2019-08-21 10:00:20
„ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ. ამისათვის საჭიროა შემდეგი ცვლილებები“.  ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...


მსგავსი სიახლეები

up