კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 დღეში დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 დღეში დაასრულებს

access_time2016-09-12 16:29:46

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, ვარაზის ხევში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. სამუშაოები 2 დღეში დასრულდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის ახალი საფარი მოეწყობა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

 

 

პროექტი დედაქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ვაკის რაიონში განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.

 

 

 


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მასშტაბური სამუშაოები შეასრულა - ვარაზის ხევში, ახლით შეიცვალა წყალარინების 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო წყალარინების მიმღები ახალი კამერა და ჭა; კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

 

 

 

ამავე პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ბარნოვის ქუჩაზე, სადაც წყალსადენისა და წყალარინების ქსელის 200 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯაიას ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ახლით შეიცვალა წყალარინების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი. აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ისეთი მსხვილი აბონენტების მომსახურებას, როგორიც არის სასტუმრო „ჰილტონი" და „აქსისი".

 

 

კონკრეტულად ამ ქუჩებზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 622 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 2016 წლის დასაწყისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უკვე 87 ქუჩაზე განახორციელა - წყალსადენის და წყალარინების 62 000 მეტრი სიგრძის ქსელი ახლით შეიცვალა. წლის ბოლომდე, კომპანია რეაბილიტაციას თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის.

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up