კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

access_time2017-01-27 15:47:52

21 იანვარს, თბილისის რაიონების გამგებლებმა, მოადგილეებმა და გამგეობის წარმომადგენლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ობიექტები მოინახულეს. ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი მიმდინარეობს.

ტურის ფარგლებში, GWP-ის ხელმძღვანელებმა, გამგეობის წარმომადგენლებს კომპანიის 2017 წლისთვის დაგეგმილი პროექტები გააცნეს.



მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:


ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1.6 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, 107-ე სკოლის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 390 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.


ისნის რაიონში, გონაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრების ეტაპზეა. ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 740 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.



კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 730 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.


საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.


ამავე რაიონში, ნურადინ ფრიდონის ქუჩაზეც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლა.


გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 1.2 კმ მოძველებული ამორტიზებული ახლით შეიცვალა.



სამგორის რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 1.4 კმ-ზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.



2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up