შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის საკონსულტაციო კომპანია „ჯეოსეიფთი“-მა სამშრიანი სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. კომპანიის მიერ დღეში 12 000 ამდე პირბადის წარმოება ხდება, ხოლო ამ პროექტში 100 მდე ადამიანი დასაქმდა.
„დასაწყისისთვის დღეში 12 000-მდე პირბადის წარმოებას ვახდენთ, შემდგომში კი ეს რიცხვი 20 ათასამდე გაიზრდება. ერთი საწარმო ქუთაისში მდებარეობს , მეორე თბილისში. ჩვენ ვუკვეთავთ ამ საწარმოებს პირბადეს, ვაწვდით მასალას, ისინი ამზადებენ. ჩვენ მათ დაფასოებას და დისტრიბუციას ვახდენთ. მასალა თურქეთიდან ჩამოგვავქვს, შესაბამისად ნედლეულის დეფიციტი არ შეიქმნება რადგან დროულად ხდება მისი შევსება.
პირბადე არის სამშრიანი, რომელიც მზადდება ISO-ს მიერ სერთიფიცირებული ნაჭრისგან, ანტიბაქტერიული და არ ატარებს წყალს. ხარიხსი რეკომენდირებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.“ - ამბობს კომპანია „ჯეოსეიფთის“ გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი კახა დათიაშვილი.
პირბადეების მიწოდება საკურიერო და სადისტრიბუციო მომსახურებით მოხდება როგორც აფთიაქებისთვის, ასევე კომპანიებისა და კერძო პირებისთვის.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, პირბადის საცალო ფასი 1,20 ლარი იქნება, ხოლო საბითუმო ფასი 1,10 ლარი.
უახლოეს მომავალში „ჯეოსეიფთი“ ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარისა და ხელის ანტიბაქტერიული საშუალებების წარმოებასაც გეგმავს. როგორც კახა დათიაშვილი განმარტავს, ანტისეპტიკური ხსნარები დღეში 6-7 ათასამდე იწარმოება და საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფასით იქნება წარმოდგენილი.
მარიამ მორგოშია