კომპანია „დიო“-მ პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო!

კომპანია „დიო“-მ პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო!

access_time2020-08-03 17:25:49

პირველად საქართველოში! კომპანია „დიო“-მ პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო!


როგორ გადავხუროთ და გავხადოთ წელიწადის ოთხივე სეზონზე ტერასები, აივნები თუ სხვა ღია სივრცეები გამოყენებადი - ამ კითხვას ,,დიო’’-ს პერგოლა იდეალურად პასუხობს.


კომპანიამ იმპორტირებული პერგოლა პირველად მომხმარებელს 6 წლის წინ შესთავაზა. პროდუქტის პოპულარობა, მასზე ინტერესი და მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა, შესაბამისად ,,დიო’’-ში გადაწვეტილება მიიღეს ამ კუთხით ინვესტიცია განეხორციელებინათ, რადგან ადგილობრივი წარმოების საშუალებით საგრძნობლად მცირდება მოწოდების პერიოდი და პროდუქტის ფასი. ახლა უკვე დამკვეთს კიდევ უფრო ნაკლებ ფასთან ერთად მოკლე დროში აქვს შესაძლებლობა მიიღოს პერგოლა და დატკბეს ბუნებასთან მეტი სიახლოვით.


პერგოლა-მოძრავი გადახურვის ინოვაციური, მდგრადი კონსტრუქციაა. უმაღლესი ხარისხის, ტრენდული და ავტომატური პერგოლის ქვეშ ტერასაზე ტკბობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. მისი სპეციალური განათება რომანტიულ ატმოსფეროს ქმნის ვერანდებზე. მართვა კი როგორც პულტით, ასევე სმარტფონები- ს მეშვეობით არის შესაძლებელი.


,,მუდმივად ვუსმენთ მომხმარებელს, მათი სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გვაქვს ეს არაჩვეულებრივი სიახლე. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, პირველად საქარველოში ადგილობრივი წარმოების პერგოლის შეთავაზებას ,,დიო’’ ახდენს. ამ პროდუქტს ბედნიერების 4 სეზონი დავარქვით. მდგრადი კონსტრუქცია ნამდვილად ყველანაირ კლიმატურ პირობებზეა გათვლილი და წელიწადის ოთხივე სეზონზე - როგორც ქარისგან, ასე წვიმის, თოვლისა და მზისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროდუქტის გამოყენება კაფე-ბარებში, რესტორნებში, სახლისა და აგარაკის ტერასებზე, აუზებსა და ვერანდებზე ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.


მოგეხსენებათ, წარმოებაში უმაღლესი ხარისხის საკომპლექტაციო მასალებს ვიყენებთ, ყველაფერი ევროპულ მანქანა დანადგარებზე ეწყობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტალაცია, რომელსაც გადამზადებული და მაღალი კვალიფიკაციის სამონტაჟო სამსახური ახორციელებს. არქიტექტორებს, დიზაინერებს, ჰორეკა სექტორის წარმომადგენელებსა და კერძო დამკვეთებს პროდუქტის საუკეთესო ღირებულებას ვთავაზობთ, რათა საქართველოში წარმოებული - პერგოლის მეშვეობით დახვეწილი დიზაინის შექმნა შესძლონ!’’ -
აცხადებენ კომპანია ,,დიო’’-ში.



როგორც თბილისში ასევე რეგიონებში წლების განმავლობაში ,,დიო’’-ს მიერ უამრავი პერგოლა გაკეთდა http://dio.ge/georgian/projects/155, ადგილობრივი წარმოების პერგოლა კი, უმოკლეს დროში უკვე სხვადასხვა ლოკაციაზე კომპანიამ წარმატებით განახორციელა.


ცნობილია, რომ „დიო“-ს პროდუქტები, მაღალი ხარისხით გამოირჩევა. კომპანიაში მომხმარებელს კომპლექსურად ყველა იმ პროდუქტის შერჩევა შეუძლია, რომელიც საჭიროა ტერასის ოთხივე სეზონზე გამოყენებისთვის: როგორც პერგოლა, ასევე მისი შემინვა სხვადასხვა ტიპის მოძრავი სისტემებით, მათ შორის დღეისათვის საკმაოდ პოპულარული პანორამული შემინვის სისტემა. ამას ემატება გათბობის სისტემები, შიდა ფარდები და ჟალუზები შემინვებისთვის.  


,,დიო’’-ს უპირატესობას სერვისიც წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ყველა ზემოაღნიშნულ პროდუქტზე ვრცელდება გარანტია, შემდგომი ექსპლუატაციის დროს შექმნილი მექანიკური თუ ტექნიკური დაზიანებების ადვილად გამოსწორებისთვის, მომხმარებელს რემონტის მომსახურებით სარგებლობაც შეუძლია.


შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-ს მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობის 25 წლიანი ისტორია აქვს, რომლის საყრდენიც ბრენდის მომხმარებლების სიყვარული და მათზე ზრუნვაა.


#პერგოლა #დიო #ბედნიერებისოთხისეზონი #ადგილობრივიწარმოება


(R)


თეგები:
დიო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up