კომპანია „დიო“-მ ახალი კამპანია #საიმედორეკომენდაციები დაიწყო!

კომპანია „დიო“-მ ახალი კამპანია #საიმედორეკომენდაციები დაიწყო!

access_time2021-01-25 11:49:28

კომპანია „დიო“-მ მომხმარებლისთვის მეტად სარგებლიანი და ინფორმაციული ახალი პროექტი #საიმედორეკომენდაციებიდაიწყო!

დისტანციური კონსულტაციის სერია მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებას, ონლაინ შერჩევისას  უადვილებს; ამასთანავე საჭირო ინფორმაციას აწვდის თუ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით რას უნდა მიაქციოს ყურადღება. პროექტი  ვლოგის სახით ვიდეო რგოლების სერიას მოიცავს, რომელიც კვირაში ერთხელ  „დიო“-სდიჯითალ არხებში თავსდება. კომპანიის გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომლები კი მომხმარებელს საინტერესო რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ, დაწვრილებით საუბრობენ ინტერიერისა და ექტერიერის პროდუქტების შერჩევისას კონკრეტულად რა საკითხებსა და დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.


“მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ვაწყდებით სიახლეებს, ცვლილებებს, თითქოს ისე სწრაფადაც, რომ ჯერ კიდევ წინამორბედს არ ვართ შეჩვეული. ჩვენმა 25 წლიანმა გამოცდილებამ ნათლად გვაჩვენა, რომხშირად არის შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს არ აქვს სრული და ზუსტი ინფორმაცია ინტერიერისა თუ ექსტერიერის პროდუქციის შეძენისას კონკრეტულად ყურადღება პროდუქტის რომელ დეტალზე გაამახვილოს; არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენთან აქვს გადაწყვეტილი პროდუქტის შერჩევა, არამდენ ზოგადად ბაზარზე. მაგალითად:

             ალუმინის კარ-ფანჯარა შეარჩიოს თუ მეტალოპლასტმასის და როგორი უნდა იყოს ის,

             რომელი ტიპის მწერებისაგან დამცავი ბადე იქნება უმჯობესი,

             ავტოფარეხის კარის  შერჩევისას რა გაითვალისწინოს ან


             თუნდაც 12 სახეობის ფარდა ჟალუზიდან ინტერიერის გახალისებისთვის რომელი იქნება პრაქტიკული მისი ღიობისთვის და ა.შ.

ვიზუალთან ერთად მოგეხსენებათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის დამზადებას, კვალიფიციურ ინსტალაციას,  გამოყენებისა და ექსპლოატაციის წესებს,ამ და სხვა საკითხებზეა სწორედ ჩვენი ვლოგის კონტენტი აგებული და ვფიქრობთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მომხმარებელია,რომლისინფორმირებაც აუცილებელია, რათა არ მოტყუვდეს.

გარდა ამისა პანდემიიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი შოუ რუმები დროებით დახურულია და მხოლოდ დისტანციურად ვიღებთ შეკვეთებს, აღნიშნული პროექტი საშუალებას გვაძლევს ვირტუალურად ვუმასპინძლოთ ჩვენს შოუ რუმში მომხმარებელს და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, ვაჩვენოთ პროდუქტი დინამიკაში და გავუადვილოთ შერჩევის პროცესი.’’ - განმარტავენ კომპანია „დიო“-ში.


შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ მუდამ სავსეა სიახლეებით, მომხმარებელს ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ახალი პროდუქტები შესათავაზა. ამავდროულად კომპანიამ იზრუნა იმ საკითხზეც, რომ არც-ერთი დამკვეთი არ შეფერხებულიყო პანდემიის პერიოდში და დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში სრულფასოვანი მომსახურება მიეღოთ!

ახლა კი გირჩევთ ესტუმროთ კომპანია „დიო“-ს ფეისბუქ გვერდს - Dio . დიო , შეაფასოთ ახალი ვლოგები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარასთან და მწერებისგან დამცავ ბადეებთან დაკავშირებით საჭირო რეკომენდაციებს გაეცნოთ! ..


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up