კომპანია „ჩემი რანჩო“ მეორე ფერმას სექტემბერში გახსნის

კომპანია „ჩემი რანჩო“ მეორე ფერმას სექტემბერში გახსნის

access_time2018-06-14 11:00:00

ბიზნესმენი ვანო იოსელიანი გარდაბანში მეორე ქარხანას სექტემბერში გახსნის. როგორც „კომერსანტს“ სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ვანო იოსელიანმა განუცხადა, ფერმის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და შეიძლება ითქვას, დასრულების სტადიაშია.



პროექტის მიხედვით, ახალი ფერმა არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდაბანის რაიონის სოფელ გამარჯვებაში შენდება და მასში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. დადგეგმილია წარმადობის გაზრდა, რაც 2019 წლისთვის წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ბოცვრის ხორცის წარმოებას გულისხმობს.



იოსელიანის განცხადებით, ბოცვრის ხორცი „ჩემი რანჩოს“ ბრენდით გასული წლიდან დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება და თან საკმაოდ წარმატებით. 1 კილოგრამი ბოცვრის ხორცის ფასი 13-14 ლარის ფარგლებშია.


მისი განცხადებით, კომპანია ამ ეტაპზე ბრენდული მარაზიების აგხსნით დაინტერესებული არ არის. თუმცა, კომპანია „ჩემი რანჩო“ 2019 წლისთვის, ანუ პროექტის განვითარების მესამე ფაზაში,ბოცვრის გარდა, სხვა შინაური ხორცის წარმოებასაც არ გამორიცხავს.



გასულ წელს იოსელიანი ასევე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სამომავლოდ, ბოცვრის ხორცის ბაზარზე სხვადასხვა სახით წარდგენას გეგმავდა. ეს იქნებოდა როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი და დაფასოებული ფილეები, ბარკლები და სხვა.



როგორც ცნობილია, ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. პროექტი ქართული ინვესტიციით ხორციელდება და ის საშუალოვადიან პერიოდში ჯამში 5 მილიონი დოლარი ჯდება. პირველ ეტაპზე პროექტში 1 მლნ დოლარამდეა ინვესტირებული.



შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში გასული წლის ბოლოს გადაინაცვლა. კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიებს და სასაკლაოს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up