Carlsberg -კომპანიალუდის ჩამოსხმას ქაღალდის ბოთლში გეგმავს

Carlsberg -კომპანიალუდის ჩამოსხმას ქაღალდის ბოთლში გეგმავს

access_time2019-10-16 22:30:57

ლუდის მწარმოებელი დანიური კომპანია Carlsberg შესაძლოა, პირველი იყოს, ვინც სასმელს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამს. კომპანიამ იმ ორი ქაღალდის ბოთლის პროტოტიპის დეტალები გაასაჯაროვა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.


კომპანიის განმარტებით, ბოთლები ხის ბოჭკოსგან მზადდება და ის სრულად გადამუშავებადია.


კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ იდეაზე მუშაობა 2015 წლიდან ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს. ბოთლს, რომელშიც ლუდის ჩამოსხმას გეგმავენ შიგნიდან დამცავი გარსი აქვს, იმისთვის, რომ მასში სასმელი სითხე შეინახოს.


შემდეგი ეტაპი ბოთლის პროტოტიპების გამოცდაა, ის სრულად უნდა პასუხობდეს კომპანიის საბოლოო მიზანს, რომ დაამზადონ 100%-ით ბიოლოგიურად სუფთა ბოთლი პოლიმერების გარეშე.Carlsberg ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია ბედნიერია იმ პროგრესით, რომელსაც ქაღალდის ბოთლის შექმნის პროცესში მიაღწიეს.


„მიუხედავად იმისა, რომ სასურველი მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, ორი პროტოტიპი უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ჩვენი საბოლოო მიზნის განსახორციელებლად“ - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა და აქვე განმარტა, რომ კომპანია იქამდე გააგრძელებს ექსპერტებთან მუშაობას, სანამ არსებულ ტექნოლოგიურ გამოწვევებსაც არ დაძლევს.


bpn.ge


თეგები:
ლუდი Carlsberg



ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up