კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს

access_time2019-11-21 13:03:16

Caterpillar-ის ოფიციალური დილერი საქართველოში - კომპანია ბორუსან კატი მასშტაბურ ღონისძიებას მართავს თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართება 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში. სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა.


მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება, ამერიკული ბრენდის Cat-ის ექსკავატორები, ბულდოზერები, ექსკავატორ-დამტვირთველები და მინი სატვირთველი.


ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კატერპილარის შვილობილი კომპანიის SEM-ის გრეიდერები და ფრონტალური დამტვირთველები. SEM-ის ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ სეგმენტისთვის, ვინც ეძებს ოპტიმალურ თანაფარდობას ფასსა და ხარისხს შორის. კატერპილარის მრავალწლიანი გამოცდილება მისი შვილობილი ბრენდების მაღალი ხარისხის გარანტია.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულნი არიან კატერპილარის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები. ასევე კომპანია ბორუსან კატი უმასპინძლებს თავის პარტნიორ კომპანიებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.


კომპანია ბორუსან კატი უკვე 20 წელიწადზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს Cat-ის და SEM-ის ბრენდების საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, Cat-ის დიზელისა და გაზის გენერატორებს, ავტორიზებულ სერვისს და სათადარიგო ნაწილებს.



ამჟამად კომპანია საქართველოს ფარგლებში ფლობს 3 ფილიალს. მათ შორის ორს - დედაქალაქში და ერთს - ქალაქ ბათუმში. სამომავლოდ კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რათა მომხმარებლებს შეუქმნას მეტი კომფორტი.


(R)





„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

აფხაზეთს ენგურჰესის დენი აღარ ჰყოფნის - საქართველოს ენერგოსისტემა სეპარატისტებს ვერ უმკლავდება

აფხაზეთს ენგურჰესის დენი აღარ ჰყოფნის - საქართველოს ენერგოსისტემა სეპარატისტებს ვერ უმკლავდება
access_time2020-01-28 19:20:54
სეპარატისტულ აფხაზეთს ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის ,,ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის და უკვე საქართველო ენერგოსისტემიდან დამატებით მიაქვთ ელექტროენერგია. ამ დროს ენერგოსტაბილურობის მხრივ ურთულესი ვითარებაა. ამ მომენტისთვის ქვეყანა საჭირო დენის თითქმის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ესკოს მონაცემების...


მსგავსი სიახლეები

up