გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც კომპანია Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული ნებისმიერი მძიმე დაავადებისგან.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, ადამიანებს არსებითი დაცვა ექნებათ „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისგან“, - აღნიშნა უღურ შაჰინმა.
BioNTech-ის თანადამფუძნებლის თქმით, ის მოელის, რომ ლაბორატორიული ტესტები აჩვენებენ, რომ ვაქცინის დაცვა მსუბუქი და ზომიერი დაავადებისგან გარკვეულწილად შემცირდება, მაგრამ ამ დანაკარგის მასშტაბის პროგნოზირება ჯერ რთულია.
„ჩემი აზრით, განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. ერთადერთი, რაც მაწუხებს, არის ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან აცრილნი“, - განაცხადა მან.
უღურ შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის მესამე დოზის მიღება, სავარაუდოდ, დაცვის დონეს უზრუნველყოფს.
imedinews.ge