კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება

access_time2020-10-28 12:20:50

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან. 


გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:

"დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი დომინირებს, რომელთა შორისაა ადგილობრივი-ქართული, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ხორბალი. საქართველოში წარმოებული ხორბალი სასურსათო მარაგების შესავსებად საკმარისი არ არის, ხოლო კლიმატური პირობების გამო, ყაზახეთში სექტემბრამდე ხორბლის მოყვანა ვერ ხორციელდება, რის გამოც, მისი შემოტანა საქართველოში ნოემბრის თვემდე შეუძლებელია, რაც ქმნის ქვეყნის სასურსათო მარაგების დეფიციტს და აუცილებელი ხდება ბაზრების დივერსიფიცირება.


გასულ წელს ხორბლის იმპორტი განახორციელა 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა. წლების მიხედვით იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია და ბაზარზე არ ფიქსირდება დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი. ბოლო წლებში კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა, რასაც მოწმობს კონკურენციის სააგენტოს 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელიც საჯაროა.



რაც შეეხება პურის ფასს და მასზე რომელიმე ერთი კომპანიის გავლენას, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ წარმოებული პური საერთო მოთხოვნადი რაოდენობის 0.1%-ს შეადგენს, ამ მონაცემების გამო, ის არ ითვლება პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიათა რიგში და მისი გავლენა პურის ფასის ცვლილებაზე პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება.


ჩვენ შევახსენებთ მაუწყებლებს სამართლებრივ რეგულაციებს და მოვუწოდებთ, მიაწოდონ საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია, რისთვისაც გამოვთქვამთ მზაობას ნებისმიერ საეთერო დროს პირდაპირ ეთერში ფაქტებით დავადასტუროთ მონაცემების სისწორე.


შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, კომპანია მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ფიქრობს სამართლებრივი გზებით საქმიანი რეპუტაციის დაცვას სასამართლოში.- კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ იურისტი, ლევან გვრიტიშვილი

 


თეგები:
ბევრილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up