კომპანია ,,ბაუსეიფტი“ - ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ  ახალ რელსებზე მოძრაობას

კომპანია ,,ბაუსეიფტი“ - ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ ახალ რელსებზე მოძრაობას

access_time2019-10-14 18:45:39



რა არის შრომა,  შრომის უფლება და რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოება?  ეს, ის ძირითადი კითხვებია, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ შევიდა ძალაში. გარდამავალ და დასკვნით დებულებებში მითითებული ვადის მიხედვით კანონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუხლი 2019 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. ეს გულისხმობს, რომ ზემოთ აღნიშნული კანონი შრომის უსაფრთხოების სფეროში ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსი“ და საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.



2014 წლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები. ერთ-ერთი სწორედ შრომის უსაფრთხოების დაცვის მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. ბოლო წლების სტატისტიკამ აჩვენა, რა სავალალო შედეგი გამოიღო მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებისათვის შრომის პირობებსა და უსაფრთხოების დაცვაზე არაპროფესიონალურმა ზრუნვამ და ზერელე დამოკიდებულებამ. შრომის დროს გარდაცვლილი და დაზარალებული ადამიანების რიცხვი მიანიშნებს იმას, რომ დასაქმებულსა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა გაუმართავია. ის ვერ ქმნის ჯანსაღ და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს.



როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სასწავლო ცენტრ ,,ბაუსეიფტის“ კურსდამთავრებული ხათუნა ბრეგვაძე „კომერსანტთან“ აცხადებს: „შრომა ადამიანის მიერ შესრულებული საქმიანობაა და მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევანის უფლება - საქართველოს კონსტიტუციის ეს მუხლი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ეხება. ,,სამუშაო და ანაზღაურება იყოს, ვინ ჩივის შრომის უსაფრთხოებასა და მის დაცვას“ - ეს ფრაზა სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას. ქვეყანა ცხოვრების ახალ სტანდარტებსა და მაღალი შრომითი პირობების დამკვიდრების გზას დაადგა. ახლა ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და წარმატებული წინსვლის საფუძველი გახდება.



შრომის უფლება და მისი დაცვა ადამიანს ანიჭებს ღირსების ელემენტს. შესაბამისად, ანაზღაურების ოდენობაც უმნიშვნელოვანესია მაგრამ სამუშაო სივრცეში უსაფრთხო გარემო არანაკლებ საყურადღებოა. დასაქმებულთა გადამზადება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამუშაო ადგილზე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის მაღალ დონეზე მოწესრიგება დამსაქმებლის ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, მაღალი რანგის მენეჯმენტის დამოკიდებულებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ახალი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება დამსაქმებლის მხრიდან, ამ ეტაპზე სრულფასოვნად შეიძლება ვერ იყოს უზრუნველყოფილი მაგრამ ზრუნვა შრომის სტანდარტების ამაღლებაზე, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. „



საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მიხედვით გაწერილია როგორც დამსაქმებლის ასევე, დასაქმებულის ვალდებულებებიც. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოწესრიგებული და გამართლი მუშაობის უმნიშვნელოვანესი შუა რგოლია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომლის უშუალო მოვალეობაცაა იზრუნოს კომპანიისა თუ ორგანიცაზიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაზე, საფრთხეების აღმოჩენასა და რისკების შეფასებაზე.


რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამინი, რომ გაიაროს აღნიშნული აკრედიტებული კურსი - აღნიშნულ საკითხზე შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის ,,ბაუსეიფტის“ დირექტორი ზურაბ გელაშვილი განმარტავს:



- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ სრული ზოგადი განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან. მზარდი მოთხოვნა ნამდვილად არის, კომპანია ,,ბაუსეიფტი“ წარმატებით აგრძელებს სასწავლო პროცესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან კანონი ავალდებულებს ყველა ეკონომიკურ სუბიექტს ჰყავდეს აღნიშნული სპეციალობის კვალიფიციური თანამშრომელი. განვითარებაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა კარგად იციან ამ სპეციალობის კადრის ფასი. ნაკლები რისკი - ნაკლები დანახარჯი, ეს კი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.


- რა შედეგს გამოიღებს თქვენი აზრით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციები?



- მე ვფიქრობ, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ შრომის ახალ რელსებზე მოძრაობას. ეს რეგულაციები ახალია როგორც დამსაქმებლისათვის ისე დასაქმებულისათვის, ამიტომ ორივენი ერთად ეცნობიან მუშაობის ახალ სისტემას. რატომ დადგა დღის წესრიგში ამგვარი საკანონმდებლო ცვლიებები? სამუშაო ადგილას მომხდარი უბედური შემთხვევის სტატისტიკის გამო. დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების დაცვა და მათზე ზრუნვაა სავალალო მონაცემების შემცირებისა და პრობლემების აღმოფხვრის გზა, რაც თავისთავად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. დრო სჭირდება ყველაფერს, ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება საკანონმდებლო რეგულაციები, გადამზადდება მეტი სპეციალისტი, კომპანიები თვალნათლივ დაინახავენ იგრძნობენ პროფესიონალი კადრით მიღებულ შედეგს. არავისთვისაა უცხო, რომ ევროპაში შრომის პირობების დაცვაზე ფუნდამენტური მიდგომები დღემდე უცვლელია. ჩვენც დროთა განმავლობაში მივიღებთ უფრო მეტად დახვეწილ და საქმეზე მორგებულ რეგულაციებს.


ნათია კეკენაძე






იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up