კომპანია „ავიასერვისის“ დირექტორი ალეკო ტყემალაძე: ბიძინა ივანიშვილს კომპანიასთან შეხება აღარ აქვს, 9 ადამიანი ვართ ამ კომპანიის მფლობელები

კომპანია „ავიასერვისის“ დირექტორი ალეკო ტყემალაძე: ბიძინა ივანიშვილს კომპანიასთან შეხება აღარ აქვს, 9 ადამიანი ვართ ამ კომპანიის მფლობელები

access_time2020-06-13 16:23:43


ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ რეპორტაჟზე კომენტარს აკეთებს კომპანია „ავაისერვისის“ დირექტორი. ალეკო ტყემალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ავიასერვისი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და განმარტავს, რომ 2017 წლიდან ეს კომპანია სრულად გადაეცა თანამშრომლებს.



„ბიძინა ივანიშვილს ამ კომპანიასთან შეხება აღარ აქვს. ჩვენ მხოლოდ მომსახურებას ვუწევთ მის კუთვნილ ერთ შვეულმფრენს, ისევე როგორც სხვებს ვუწევთ მომსახურეობას. თვითონ კომპანიასთან არანაირი შეხება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, ეს საჯარო ინფორმაციაა. კომპანია არის „ავიასერვისის“ თანამშრომლების სახელზეა რეგისტრირებული. იმ 9 თანამშრომლის, რომლებიც თავდაპირველად კომპანიის შექმნაში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვართ ამ კომპანიის მფლობელები. ვვითარდებით და ვძლიერდებით, მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმის“-აცხადებს ალეკო ტყემალაძე.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ერთი კვირის წინ ამტკიცებდა რომ კომპანია „ავიასერვისი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ის რეგულაციების დარღვევით ოპერირებს.



თეგები:
ივანიშვილი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up