კომპანია „არემჯის“ სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის რაიონში 15 სტუდენტმა ერთთვიანი პრაქტიკა გაიარა

კომპანია „არემჯის“ სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის რაიონში 15 სტუდენტმა ერთთვიანი პრაქტიკა გაიარა

access_time2018-09-10 11:17:17

7 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 15-მა სტუდენტმა „არემჯის“ კუთვნილ საწარმოებში ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარა.



პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართული სტუდენტების უმრავლესობა დმანისის და ბოლნისის რაიონის მაცხოვრებლები არიან. სტუდენტების განაწილება სამუშაო უბნებზე მათ მიერ უნივერსიტეტში წინასწარ შერჩეული პროგრამების გათვალისწინებით მოხდა.



მომავალი სამთოელები და გეოლოგები სამ ძირითად ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებული. პრაქტიკული სწავლება კარიერზე სამთო მოპოვების უბანზე, გეოლოგიურ ბაზასა და სპილენძის გამამდიდრებლ ფაბრიკაში მიმდინარეობდა. სტუდენტები ასევე გაეცნენ სამთო ტექნოლოგიის სრულ ციკლს და შრომის უსაფრთხოების წესებს.



პრაქტიკის დასასრულს, საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს პრაქტიკის შედეგად მიღებული ცოდნა გაუზიარეს. ასევე ერთობლივად მოინახულეს ყველა ის უბანი, სადაც თითოეულმა მათგანმა 5 კვირიანი სამუშაო გამოცდილება მიიღო.




საზაფხულო პრაქტიკის დასარულს, სტუდენტებს სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატები არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუითიძემ გადასცა.
გასულ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „არემჯის“ შორის გაფორმებული მემორანდუმი, წარმატებული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკებში მონაწილეობას და მათთვის „არემჯის“ სტიპენდიის დაწესებას ითვალისწინებს.



“ახალგაზრდა პრაქტიკანტების სახით ჩვენ შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სტუდენტების ნაწილი აუცილებლად დაბრუნდება ჩვენთან, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები და დასაქმდებიან შესაბამის პოზიციებზე. პრაქტიკის პროგრამის დასრულების შემდგომი ეტაპი არის „არემჯის“ სტიპენდიის პროგრამა. წლის ბოლოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ღია კონკურსი, რომელზეც წარმატებულ სტუდენტებს შორის არემჯის სტიპენდიანტები გამოვლინდებიან“ - განაცხადა „არემჯის“ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი შატაკიშვილმა.




თეგები:
არემჯი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up