კომპანია Ampaire-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული თვითმფრინავი გამოსცადა

კომპანია Ampaire-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული თვითმფრინავი გამოსცადა

access_time2019-06-09 20:10:15

ლოს-ანჯელესში დაარსებულმა კომპანია Ampaire-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული თვითმფრინავი გამოსცადა. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Deutsche Welle აქვეყნებს. თვითმფრინავმა სახელად „Ampaire 337” პირველი ფრენა 6 ივნისს კალიფორნიაში კამარილოს აეროპორტში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ზომის ჰიბრიდული ელექტრონული საჰაერო ხომალდი აქამდე არ გამოუცდიათ. "წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე წელიწადში თქვენ შეგეძლებათ იყიდოთ ფრენის ბილეთი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი”- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კევინ ნოერტკერი.


კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მათ მიერ შექმნილ ორძრავიან თვითმფრინავს 9 მგზავრის გადაყვანა და 160 კმ./სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. დღესდღეობით გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია ცდილობს უარი თქვას იმ ნივთიერებების მოხმარებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს. ინისი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ ნახშირორჟანგის გამოყოფას.


იმის გასააზრებლად, თუ რა ოდენობის რესურსია საჭირო დღესდღეობით ერთი ავიარეისის შესრულებისას, ევროპულმა კომისიამ კვლევა ჩაატარა. ისინი აცხადებენ, რომ ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი ერთი ავიარესის იმავე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოიხმარს, რამდენსაც საშუალოდ ევროპის ქვეყანაში მცხოვრები ერთი ოჯახი მთელი წლის განმავლობაში.



კომპანია Ampaire 2021 წლიდან ელექტრონული თვითმფრინავების წარმოების მასშტაბების გაფართოებას იწყებს. თავდაპირველად მათი თვითმფრინავები განკუთვნილი იქნება მხოლოდ მოკლე მანძილზე ფრენისთვის, რაც განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის, სადაც გადაადგილების ყველაზე სწრაფ და მარტივ გზას სწორედ საჰაერო მიმოსვლა წარმოადგენს.


bpn.ge

თეგები:
ampaire



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up