ქუთაისში კომპანია  Aigroup -ი ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობას იწყებს - პროექტი ოფიციალურად  უკვე  წარდგენილია (რენდერები)

ქუთაისში კომპანია Aigroup -ი ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობას იწყებს - პროექტი ოფიციალურად უკვე წარდგენილია (რენდერები)

access_time2019-06-28 16:30:12

ცოტა ხანში ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება და წელსვე ელექტრო მობილების პირველ ნაწილებს გამოუშვენებს . კომპანია  Aigroup -ი ინდუსტრიულ ქალაქში საწარმოს ააშენებს. საწარმოს  ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისის ცენტრში 26 ივნისს გაიმართა.



ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვავითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ღონისძიების გახსნისას.


მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ იქნება განკუთვნილი და აღნიშნული პროექტით ქალაქი  დაიბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს.


ინდუსტრიული კომპლექსი 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის განმავლობაში  ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ.  საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს  მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების  საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ,  3000 ადამიანი დასაქმდება.





კომპანია Aigroup -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი აღნიშნავს, რომ პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი 2019 წელს დასრულდება. ამასთანავე კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მუშა-პერსონალს, დროთა განმავლობაში კი ავტომობილების სხვადასხვა ნაწილების წარმოებაც დაიწყება.



“ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც  Aigroup-ის  ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება,  პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ  ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ - განმარტავს  კახა გულედანი





ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი დოქტორი ჯან კარლო პერინი ქუთაისს პროექტის პრეზენტაციამდე სტუმრობდა, მან პროექტი დადებითად შეაფასა და წარმატებული უწოდა. ამასთან,  აღნიშნა, რომ ეს სფერო, შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ერის  სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებაში.



 გარდა ამისა, ელექტრომობილების წარმოების განვითარება, არის ის უალტერნატივო გზა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე  ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემების და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი - დიზაინერები და ინჟინრები - რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავიანთ წვლილს  სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში,“ - განმარტავს ჯან კარლო პერინი.



ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექტრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.  კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება ამ რეგიონში. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც აიგრუპი დააფუძნებს, შემდგომში დასაქმების მიზნით. მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს.



ელექტრომობილების დიზაინზე ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია იმუშავებს. როგორც ციკოლია აცხადებს, ის კომპანიის მიერ დაწყებულ სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.



შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.


 როგორი იქნება  ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა, რა ტიპის მანქანებს გამოუშვებს იგი და რა იქნება მათი სავარაუდო ფასი  ამ თემაზე “კომერსანტი“ ცოტა ხნის წინ დეტალურად წერდა  ელექტრომობილების პირველი საწარმოს წინა სამშენებლო სამუშაოები დაიწყო - როგორი იქნება ქარხანა და რა ეღირება პირველი ქართული ელექტოავტომობილი (რენდერები პირველად “კომერსანტზე“)




მარიამ მორგოშია





მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up