კომპანია „აგრიაპი“ თაფლის არყის წარმოებას გეგმავს

კომპანია „აგრიაპი“ თაფლის არყის წარმოებას გეგმავს

access_time2021-10-12 18:00:00

კომპანია „აგრიაპი“ თაფლის არყის წარმოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ალექსიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.


„ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ვაკვირდებით და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მივიღებთ. ეს ძვირი პროდუქტია და ძირითადად, ტურისტებზე იქნება გათვლილი,“ - აცხადებს ალექსიძე.


კომპანია ამ დროისთვის 8 ფერმერთან თანამშრომლობს, რომლისგანაც ნატურალურ თაფლს იბარებს და შემდეგ აფასოებს.


როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“ სუფთა და ბუნებრივ მეფუტკრეობის პროდუქტებს იღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობებთანაც თანამშრომლობს.



ალექსიძე აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული კომპანიამ საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნაზეც იფიქროს.


შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.


business-partner.ge




თეგები:
არაყი



თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up