კომპანია Admixer ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამირების საშუალებებს ნერგავს

კომპანია Admixer ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამირების საშუალებებს ნერგავს

access_time2020-10-27 14:29:10

პოსტსაბჭოთა სივრცის დიჯითალ ბაზრის წამყვანი მოთამაშე კომპანია Admixer საქართველოს ბაზარზეც აფართოებს თავისი კომპეტენციის არეალს. Admixer.ge-ს 2020 წლის ოქტომბრიდან დიმიტრი ტიკარაძე აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობს, რომელიც, ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი გამოცდილებით და პროფესიონალთა გუნდით უძღვება ამ საქმეს.


„მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“ - აცხადებს დიმიტრი ტიკარაძე, Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.


Admixer-ის ეკოსისტემა ციფრული ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის თანამშრომლობის პროდუქტიულობის ზრდას ითვალისწინებს. ესენია: საიტები, ფაბლიშერები, მედიაჰოლდინგები, ონლაინ კინოთეატრები, აპლიკაციები, სეილს-ჰაუსები, სარეკლამო ქსელები, მონაცემთა მომწოდებლები, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამების დამკვეთები. ეკოსისტემა მოიცავს იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.


კომპანია Admixer ისეთი ინტერნეტგიგანტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და სხვ. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ეს ახალი ეკოსისტემა საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს.



Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბრეუსის განცხადებით - „Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“.


Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა მეშვეობით წარმატებით შეინარჩუნებენ და უფრო ეფექტურს გახდიან საბაზრო ურთიერთობებს. გარდა ამისა, შექმნიან საკუთარ პროდუქტს, ფეხს აუწყობენ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდებიან.


Admixer-ის მიზანია, ქართული ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოს.




თეგები:
Admixer.ge



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up