კომპანია “აჭარაბეთმა’’ შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივა’’, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს

კომპანია “აჭარაბეთმა’’ შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივა’’, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს

access_time2020-05-28 15:14:36

კომპანია “აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის “ინიციატივის’’ მხარდაჭერით, ფონდი “1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.


საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის “1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.


“ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივის" ფარგლებში, კომპანია “აჭარაბეთი’’ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი.“-აცხადებენ აჭარაბეთში.



“1იანობა’’ ონლაინპლატფორმაა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, რათა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ’’-აცხადებს ფონდ “1ანობის’’ დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.



“ჩვენ ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი თანხა მოვაგროვოთ ამ ადამიანების დასახმარებლად"



სატელეფონო ნომერი: 0901 900 991

საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882

თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011


კომპანია „აჭარაბეთის“ შესახებ:


20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ „აჭარაბეთის“ მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Paddy Power Betfair (PPB)-ის ოჯახის წევრი გახდა. Paddy Power Betfair (PPB) ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.


(R)


თეგები:
აჭარაბეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up