კომპანია აჭარაბეთის მხარდაჭერით და FINANCIAL-ის ორგანიზებით თბილისში CSR Forum გაიმართა

კომპანია აჭარაბეთის მხარდაჭერით და FINANCIAL-ის ორგანიზებით თბილისში CSR Forum გაიმართა

access_time2021-04-27 11:58:58

26 აპრილს the FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი, რომლის გენერალური წარმდგენიც კომპანია აჭარაბეთი იყო.



ფორუმის ფარგლებში კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორმა ისაუბრა CSR მიმართულების ბიზნესის გამოცდილებაზე.




ღონისძიებაზე ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს CSR– ის განვითარება საქართველოში. ასევე პასუხისმგებლიანმა კომპანიებმა ფართო საზოგაადოებას გაუზიარეს თავიანთი ღვაწლი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო : ევროკავშირის ელჩმა საქართველოში- კარლ
ჰარცელმა, იაპონიის და საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში
იმამურა აკირმა და დიეგო კოლასმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანა
ჩერნიშოვმა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ვეფხვაძემ, აჭარაბეთის
პროდუქტების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მდივანმა ,
RMG-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, ლიბერთი ბანკის
გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელმა დირექტორმა იორდ ქიუითმა.



„მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ ფორუმს, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხებოდა, რადგან აჭარაბეთისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ შევქმენით კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“,რომლის მიზანიცაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში.
აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია: პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანების CSR მიმართულებით მხარდაჭერაზე.“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.


(R)


თეგები:
აჭარაბეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up