Kommersant.ru: რას აპირებს პუტინი?

Kommersant.ru: რას აპირებს პუტინი?

access_time2020-01-16 21:00:58

რუსეთის პრეზიდენტმა  ფედერალური კრებისადმი მიმართვით, ფაქტობრივად  კონსტიტუციური რეფორმის დაწყების თაობაზე გამოაცხადა.მისი წინადადებები ძირფესვიანად შეცვლიან რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას   - პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდება, ხოლო ფედერალური კრების და სახელმწიფო საბჭოს - პირიქით, გაეზრდებათ.

 

პუტინმა ასევე დააანონსა რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხებზე, თუმცა, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გავა იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ  სახელმწიფოს მეთაური დააყენებს.რუსეთი ტრადიციულად  ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად ითვლება. პუტინის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შემდეგ ყველაფერი იქნება სხვანაირად - რუსეთს არ ეყოლება პრეზიდენტი დღევანელი უფლებამოსილებით.

 

მეტიც, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, იზღუდება პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. დღეს ერთსა და იგივე ადამიანს არ შეუძლია იყაროს კენჭი 2-ზე მეტჯერ ზედიზედ, ხოლო ერთი ვადის გამოტოვების შემდეგ  - ეს დასაშვებია.სწორედ ასე გახდა პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მესამედ . 2 ვადის შემდეგ ეს პოსტი  დიმიტრი მედვედევმა დაიკავა, ხოლო 2012 წელს - კონსტიტუციასთან სრული თანხმობით, ის არჩეულ იქნა კიდევ ერთხელ.

 

შემოთავაზებული ცვლილებები დაასრულებს ამ პრაქტიკას, შესაბამისად, ამიერიდან ვერავინ ვერ გაიმეორებს პუტინის რეკორდულ, 16-წლიან პრეზიდენტობას.თუმცა, ეს არც იქნება საჭირო, რადგანაც ძალაუფლების ცენტრი სხვა სტრუქტურაში  გადაინაცვლებს. სავარაუდოდ, ეს  სახელმწიფო საბჭო იქნება.

 

ეს ორგანო  2000 წელს შეიქმნა, თუმცა, ამჟამად ის არის მხოლოდ საკონსულტაციო და არანაირ რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს. პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ნორმები მკვეთრად ცვლიან ამ სიტუაციას - სახელმწიფო საბჭოში ძლიერდება და  რეალურ ფუნქციებს იძენს.ერთის მხრივ, ეს აძლიერებს ადგილობრივ გუბერნატორებს, მეორე - საგრძნობლად ცვლის სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურას. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციებს შეიძენს სახელმწიფო საბჭო.

 


სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარის პოსტს დაიკავებს პუტინი მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.ამ ეტაპზე ჯერ გაურკვეველია, გადადის თუ არა რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე, მაგრამ თავად პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო სისტემის ფარგლებში დარჩება, თუმცა, ცალსახაა, რომ პარლამენტის როლი მომავალ პოლიტიკურ სისტემაში მკვეთრად გაიზრდება.

 

მაგალითად, შეიცვლება ძალოვანი მინისტრების დანიშნვის წესი.  დღეს ეს მთლიანად  პრეზიდენტის პრეროგატივაა, შემოთავაზებული ცვლილებების შემდეგ, ამისთვის  ფედერაციის საბჭოს თანხმობა  იქნება საჭირო.იგივე პრინციპი შეეხება ადგილობრივი გუბერნატორების და პროკურორების დანიშვნის წესსაც - აქაც ძალაუფლების ცენტრი  ფედერაციის საბჭოში გადადის.

 

პრეზიდენტი ასევე სთავაზობს მოქალაქეებს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ძალაუფლების შეზღუდვას.თუმცა, ეს ყველაფერი დეტალებია, ამ ინიციატივის მთავარი არსი ჯერ გაურკვეველია, რადგანაც არ არსებობს პასუხი მთავარ შეკითხვაზე  - რისთვისაა ეს ყველაფერი და რას აპირებს პუტინი თავისი მესამე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ?

 

ფაქტია, რომ კრემლში მზადება სწორედ ამ პერიოდისთვის დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე.ერთ-ერთი ვერსიით, პუტინი  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას დაიკავებს, შესაბამისად, ის გააკონტროლებს პარლამენტს, მთავრობას  და საბოლოო ჯამში - დასუსტებულ პრეზიდენტსაც.

 

თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას და ფედერაციის საბჭოს გავლენის მკვეთრ ზრდას, ასეთი ვარიანტი ნამდვილად არაა გამორიცხული.არის კიდევ სხვა ვარიანტები - პუტინი, როგორც სახელმწიფო საბჭოს, ან უშიშროების საბჭოს თავჯდომარე.

 

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განაწილდება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება მომავალი რეფორმის დროს - ამბობს წყარო კრემლში.



 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up