Коммерсант: რუსულ-ქართული გარღვევა არ შედგა

Коммерсант: რუსულ-ქართული გარღვევა არ შედგა

access_time2019-02-28 20:00:56


27 თებერვალს პრაღაში შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან..


ის, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი იქნებოდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ცხადი გახდა ჯერ კიდევ წინა დღეს, სამშაბათს - პრაღაში გამგზავრების წინ აბაშიძემ გაიარა კონსულტაციები არა მხოლოდ მის უშუალო უფროსთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად აღიარებულ ბიძინა ივანიშვილთან.


27 თებერვალს, შეხვედრის დღეს, აბაშიძემ განაცხადა, რომ განიხილავს თავის რუს კოლეგასთან საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის 2011 წლის შეთანხმების შესრულების პროცესს.


„ჩვენ დავაზუსტებთ გარკვეულ დეტალებს, და განვიხილავთ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხს“ - თქვა პრაღაში აბაშიძემ.


თუმცა, როგორც განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა, გარღვევა ამ მიმართულების მიღწეული ჯერაც არაა, და მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსი.

„ჩვენ მოგვიწევს საბაჟო ტერმინალების განლაგება, და მათი მუშაობის დეტალების დადგენა. თუმცა, აქ ყველაფერი არც ისე მარტივადაა - 3 დერეფნიდან 2 გადის აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, და ეს იწვევს გარკვეულ ემოციებს ჩვენი ქართველი პარტნიორების მხრიდან ამ ტერიტორიების სტატუსის თაობაზე. თუმცა, შეთანხმება უნდა შესრულდეს, და ჩვენ უნდა ვიაროთ წინ“ - განაცხადა კარასინმა.

ვერ ვიტყვით, რომ პრაღის შეხვედრამ ჩაიარა პრობლემების გარეშე - დაწყების წინ კარასინმა წარმოთქვა სიტყვები რომლებმაც თბილისში გამოიწვიეს სერიოზული შეშფოთება.


„ვაფრთხილებ ქართველ კოლეგებს მოსალოდნელი უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ“ - თქვა მან, და დამატებითი ახსა-განმარტების გარეშე, წავიდა შეხვედრზე.



რა იგულისხმა კარასინმა - გაურკვეველი იყო საღამომდე, და მთელი ეს პერიოდი ქართველი პოლიტიკოსები მარჩიელობდნენ, და გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს ამასთან დაკავშირებით.


მაგალითად, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა შეახსენა მთავრობას, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ოპოზიცია აფრთხილებდა მმართველ პარტიას:


„რუსეთი გახსნის თავის ბაზარს ქართული პროდუქციისთვის, თუმცა, შემდეგ იხელთებს დროს, და წაუყენებს თბილისს ულტიმატუმს ოკუპირებული რეგიონების ფაქტიური აღიარების მოთხოვნით“.


ამ აზრს ეთანხმებიან სხვა პოლიტიკოსები და ექსპერტების.


და ეს გასაგებიცაა - სწორედ რუსი ტურისტების ზრდადი ნაკადი გახდა ადგილობრივი ეკონომიკის ლოკომოტივი და ეროვნული ვალუტის - ლარის - სტაბილურობის გარანტი.


თუმცა, იმავე საღამოს კარასინმა დააზუსტა რისი თქმა უნდოდა.


„პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს ჩვენს ურთიერთობებში. საქმე იმაშია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო ძლიერდება ნატოს დღის წესრიგი. იქ ხშირად ტარდება ნატოს სწავლებები, რომლებშიც ხდება სომხეთის ჩათრევაც. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ვაძალებთ ქართულ მხარეს საბაჟო მონიტორინგის საკითხებში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას - ეს გამოგონილი საკითხია. ჩვენ არ ვაყენებთ საკითხს ამდაგვარად. თუმცა, არის დეტალები, რომლებიც უნდა განიხილოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მაგრამ არავინ არავის არ აძალებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“ - დააზუსტა თავისი სიტყვები კარასინმა.


მისი თქმით, ასევე პრობლემას წარმოადგენს მკვეთრი გამოთქმები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საერთაშორისო დონეზე.


„პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ უფრო ხშირად საუბრობენ „რუსული საფრთხის“ შესახებ, ნატოსკენ დაჩქარებული მოძრაობის შესახებ, და ჩვენ ეს გვაწუხებს. ეს არ უწყობს ხელს რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენ ყველას გვახსოვს რითი დაიწყო მოვლენები უკრაინაში. ზუსტად იგივე დღის წესრიგია“ - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.


აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენაში ყველაზე მეტადაა დაინტერესებული სომხეთი, თუმცა, ერევნელი პოლიტოლოგის ალექსანდრ ისკანდარიანის თქმით, განსაკუთრებული ოპტიმიზმისთვის მიზეზები არ არსებობს.


„რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების მთავარი ბენეფიციარი იქნებოდა სომხეთი, თუმცა, ჯერ არ მოხვდა არაფერი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ამ საკითხში გარღვევად“ - ამბობს ის.






როგორი იქნება ახალი სარეკრეაციო სივრცე ყაზბეგში (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი სარეკრეაციო სივრცე ყაზბეგში (ფოტოები)
access_time2020-08-04 12:20:14
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაბა სტეფანწმინდაში ახალი სარეკრეაციო სივრცე „ელიას პარკი“ ეწყობა.მოსასვენებელი სივრცის პროექტირებას არქიტექტურული კომპანია „სპექტრუმი“ ახორციელებს, რომელიც მიზნად 15 590 კვ.მ. რეკრეაციული ტერიტორიის რეაბილიტაციასა და მრავალფუნქციური სივრცის მოწყობას ისახავს. საპროექტო პარკის ცენტრს, როგორც იდეოლოგიურს, ასევე ფუნქციურს წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციით შექმნილი, დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლის მქონე გადმოსახედი ეწ. ბელვედერი,...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up