კომისია: კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა

კომისია: კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა

access_time2021-10-15 17:20:00

კომუნიკაციების კომისიამ წილების უკანონოდ გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაავალა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.



„კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტების კომუნიკაციების კომისიაში წარდგენის ვადად - 2021 წლის არაუგვიანეს 31 დეკემბერისა განუსაზღვრა.



შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილების 49%-ის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%. მიუხედავად იმისა, რომ 49%-ის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინი" კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დაასანქცირა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია. ამის შემდგომ, 2021 წლის 22 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინმა" კვლავ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვისა და წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის დარჩენილი 51% გაასხვისა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ დაარღვია.




კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება 2021 წლის 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით დაავალა, მაგრამ კომპანიას ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.



კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინის" მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს" დაეკისრა ჯარიმები, ხოლო 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად დანიშნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი კომისიის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up