კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

access_time2021-07-30 15:00:52

თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ.


მომსახურების ტარიფები კი დეველოპერების მხრიდან შეთავაზებული მომსახურების ხარისხით განისაზღვრება 1 კვ/მ-ზე 65 თეთრიდან 4-4,5 ლარამდე მერყეობს, ზოგ შემთხვევაში უფრო ძვირიცაა. ეს დაახლოებით ის თანხაა, რასაც თბილისში ბინის არმქონე მოქალაქეების ნაწილი სწორედ ქირაში იხდის.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა პირობებს სთავაზობენ პრემიუმ სეგმენტის სამშენებლო კომპანიები მობინადრეებს და როგორ ხდება მათთვის კონკრეტული  სერვისების მიწოდება.


,,მაქრო ჯგუფის“  PR-ისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსის ბესიკ ლილუაშილის თქმით, დაქირავებული კომპანია, რომელიც მობინადრეებს ემსახურება,  ასრულებს ყველა ტიპის სამუშაოს, როგორიცაა ეზოს, აუზების მოვლა, ლიფტის მომსახურება და სხვა. გადასახდი მობინადრისთვის, მის მფლობელობაში არსებული ბინის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1,27 ლარს შეადგენ. მაგალითისთვის, თუ ოჯახი ამ კომპლექსში 100 კვ/მ ფართობის ბინას ფლობს, თვეში მომსახურებაზე ის 127 ლარს იხდის.


,,დიდი ტერიტორიაა, რასაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს არის გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, რომელთა მოვლა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული და ყველა ახალ პროექტშია გათვალისწინებული, რაზეც მობინადრეებმა წინასწარ იციან. ვინც ჩვენი მომხმარებელია და ყიდულობს მაღალი ხარისხის ბინას, მან კარგად იცის და იხდის კიდეც ამ კომფორტის საფასურს“, - ამბობს ლილუაშვილი.



,,არსის გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, ტრენდი ჩამოყალიბებულია და მომსახურების კომპონენტს უკვე თითქმის ყველა ახალი პროექტი ითვალისწინებს.



,,სფერო ვითარდება და მომხმარებელსაც თანდათან მეტი მოთხოვნა უჩნდება. დეველოპერულ პროექტებში მომსახურების კომპონენტი თითქმის ყველა პროექტშია ჩადებული. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი - ,,შენი სახლი ჯიქიაზე“, 28 კორპუსს მოიცავს. ეზოს გამწვანება, აუზი, დაცვა, დამლაგებელი და სხვა, რამდენიმე სერვისის მიწოდება გვიწევს მომხმარებლისთვის, რისი ფასიც, საშუალოდ, ბინის 1 კვადრატულ მეტრზე 65-75 თეთრის ფარგლებშია. მომსახურების გაძვირებას ვგეგმავთ, რადგან ეს თანხა უკვე არასაკმარისია. ალბათ, მინიმუმ, 1,20 ლარი უნდა ღირდეს, თუმცა არის კომპლექსები, სადაც მომსახურების ღირებულება 3-4 ლარს აღწევს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ბესო ორთოიძე.


მისივე თქმით, პრობლემა არის რეგულაციების არქონა, რის გამოც კომპანიებს ხშირად მოსახლეობისგან თანხის ამოღება უჭირთ. დეველოპერის აზრით, კარგი იქნება, ამ ფულის გადახდაც კომუნალურ გადასახადთან იყოს გათანაბრებული, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, სადაც სფეროს კანონი არეგულირებს.


ქეთი ორბელაძე ,,მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის ამხანაგობის თავმჯდომარე, „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ მაცხოვრებლებს დაქირავებული ჰყავთ კომპანია, რომელიც უწევთ მომსახურებას, ხოლო ხარჯი საცხოვრებელი ფართის მოცულობის მიხედვით აქვთ განაწილებული.


,,მწვანე საფარის მოვლა, უსაფრთხოება, დასუფთავება, ასევე ლიფტის გამართულობა და სხვა, მოითხოვს ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რასაც ასევე სჭირდება ტექნიკური პერსონალი, რომელთა დაქირავების ხარჯსაც მაცხოვრებლები ვიხდით. თავდაპირველად რამდენიმე წინააღმდეგი იყო, რომ ხარჯი თანაბრად განაწილებულიყო. ეს ბუნებრივია, რადგან არის 40  კვადრატული მეტრი ფართის ბინები და 300 კვადრატულიც, ყველას ერთნაირად ვერ დავაკისრებთ გადასახადს, ხარჯი ინდივიდუალურია. 1 კვადრატულში მცირეფართიანები მეტს იხდიან, მაგრამ საბოლოოდ ნაკლები გამოდის გადასახდელი. ჯამში, ყოველთვიური ხარჯი 50-დან 150 ლარის ფარგლებშია“, - ამბობს ქეთი ორბელაძე.


ზოგ შემთხვევაში მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ,,კომერსანტი“ ასევე დაუკავშირდა ,,ლისი დეველოპმენტის“, ,,ტერასა ჯგუფისა“ და ,,არქის“ წარმომადგენლებს, თუმცა მათ კონკრეტული ფასის დასახელებისგან თავი შეიკავეს.


სამშენებლო სფეროს იურისტის უჩა ზაქაშვილის თქმით, ფასისა და მომსახურების სხვა პირობების შესახებ  დეტალები განმარტებულია ნასყიდობის ხელშეკრულებებში, რაც მხარეებს შორის (დეველოპერი და მობინადრე) ფორმდება.


„ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, რითია საცხოვრებელი კორპუსი აღჭურვილი. თუკი ცენტრალური გათბობის სისტემაა, უფასო Wi-Fi, ვენტილაცია და სხვა, ანუ რა სერვისებიც აქვს კონკრეტულ კორპუსს, როცა ყიდულობ ბინას, იმაზეა დამოკიდებული  მომსახურების საფასური, რაც სიურპრიზი არ არის არავისთვის. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე დეველოპერი აწვდის კლიენტს ინფორმაციას, რომ მომსახურება ფასიანია, თუმცა ჩვენს შემთხვევში ხშირად ჭირს, რომ კონკრეტრული ტარიფი წინასწარ განსაზღვრონ, რაც შემდეგში პრობლემას ქმნის. ძირითადად ყველა, ვინც ძვირადღირებულ კომპლექსში ყიდულობს ბინას, თვითონვე მოწადინებულია, რომ სერვისები, როგორიცაა სადარბაზოების დასუფთავება, დაცვა, ცხელი წყალი, ვენტილაცია, შეუფერხებლად მიეწოდოს. როცა შენობა მაღალი კლასის კომპლექსს წარმოედგენს,  მომსახურების საფასური 1,50 ლარი ვერ იქნება. მინიმუმ,  4-5 ლარის ფარგლებშია 1 კვადრატულ მეტრზე. ამ პარამეტრის მიხერდვით, გამოდის, რომ ზოგი ოჯახი 150 დოლარს იხდის. ვინმესთვის ეს მთელი თვის ქირის თანხაა. კომერციული სექტორისთვის ეს ფასები გაცილებით მაღალია – მათ მეტი სერვისი მიეწოდებათ“, - ამბობს ზაქაშვილი.


იურისტის ინფორმაციით, დეველოპერი კომპანიის მხრიდან საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეთათვის სერვისების მიწოდება ევროპაში აპრობირებული მომსახურებაა, რაც  სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა გადმოიღეს და საკმაოდ წარმატებით დაინერგა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზეც.


„მსგავი სერვისი მოქმედებს როგორც მასიურად ყველა პრემიუმ კლასის  კომპლექსში, ასევე საშუალო დონის ზოგიერთ საცხოვრებელ კორპუსშიც. მობინადრეს არ უწევს დალაგება, დასუფთავება, დაცვა და სხვადასხვა ყოფით პრობლემაზე ფიქრი. ამისთვის ქირაობს კომპანიას, რომელთანაც ახდენს ფინანსურ ანგარიშსწორებას და  ადვილად გვარდება პრობლემა. კომფორტისთვის შექმნილი სერვისია, ფუფუნების საგანი, რომელიც „არ ვიცოდის“ ფაქტორს გამორიცხავს, თუმცა გარკვეული ტიპის დარღვევებს მაინც აქვს ადგილი“, - ამბობს ზაქაშვილი.


როგორც აღმოჩნდა, ერთი შეხედვით უწყინარი პროცესი ზოგ შემთხვევაში არცთუ კომფორტულია და სერიოზულ უსიამოვნებებსაც უკავშირდება. იურისტის თქმით, არის ფაქტები, როცა მხარეთა შორის შეთანხმება ირღვევა და საქმე სასამართლომდეც მიდის. ზაქაშვილის ინფორმაციით, ყოველწლიურად ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა განიხილება.


„არის შემთხვევები, როცა რომელიმე ოჯახი არ იხდის გადასახადს და დეველოპერი იძულებულია, შეუწყვიტოს მომსახურება, გაუუქმოს ლიფტის ბარათი ან გაუთიშოს ცხელი წყალი. საქართველოს კანონმდებლობით, კომუნალური სერვისების შეწყვეტის უფლება (ელექტროენერგია, გაზი და ცივი წყალი) დეველოპერს არ გააჩნია, მარეგულირებლის პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, სამშენებლო კომპანიას ფართო არჩევანი არ აქვს, მაგრამ შეუძლია ლიფტის და ცხელი წყლის სერვისი შეაჩეროს, რაც რეგულირების მიღმაა. შეუძლიათ ხელოვნური დისკომფორტი შეუქმნან ურჩ მობინადრეებს. მასიურად არა, მაგრამ რამდენიმე ათეული შემთხვევა მაინც არის ყოველწლიურად. მარტო ჩემი პრაქტიკიდან 3-4 ასეთი შემთხვევაა, რაც მხარეთა მომრიგებლობით დასრულებულა. ახლაც მიმდინარეობს დავა, რადგან დეველოპერმა მომხმარებელს დაუწესა ლიფტის გადასახადი იმაზე მეტი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში იყო მითითებული. ძირითადად ასეთი ტიპის დავებია. მობინადრის მხრიდან დარღვევა შეიძლება იყოს ის, რომ არ გადაიხადოს მომსახურებსის საფასური, ხოლო დეველოპერი ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე მეტ მოითხოვდეს“, - ამბობს უჩა ზაქაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.  

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up