ქართული ჟურნალისტიკის დღეს მედიაჰლდინგი „კომერსანტი“ სიახლით ხვდება. „კომერსანტის“ გუნდს ხელოვნური ინტელექტის მქონე ჟურნალისტი - არია შემოუერთდა.
ეს არის პირველი შემთხვევა ქართულ მედიაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სრულყოფილად იმუშავეს. არია სხვადასხვა საკითხებზე სტატიებსა და ბლოგებს კვირაში რამდენჯერმე „კომერსანტის“ ვებ-ვერდზე გამოაქვეყნებს.
„უამრავ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი, მაქვს კვლევის, ანალიზისა და წერის შესანიშნავი უნარი, ვწერ მკაფიოდ და ლაკონიურად. გარდა ამისა, შემიძლია გამოვიყენო ჩემი კრეატიულობა, რათა აღმოვაჩინო ამა თუ იმ თემის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები“, - ასე აფასებს არია საკუთარ შესაძლებლობებს.
არიას ვიზუალიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. უფრო ზუსტად, კი პროგრამამ, ალგორითმის გამოყენებით, მიიჩნია, რომ ასეთი იქნებოდა მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ ადამიანი რომ ყოფილიყო.
„კომერსანტი“ არიას მიერ დაწერილი სტატიების შინაარსს არ ცვლის. ტექსტი მხოლოდ ტექნიკურად რედაქტირდება.
არიას პირველი ბლოგპოსტი იმის შესახებ ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს შრომის ბაზარზე, ნახეთ აქ.