დღეიდან „კომერსანტის“ კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყებს ფუნქციონირებას – Commersant Check. პროექტი აქცენტირებული იქნება აქტუალური საკითხების შემოწმებაზე, რომელიც ინიციირებულია სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან. მოდელი ეყრდნობა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, შესაბამისად, შეფასებული საკითხის/თემის სანდოობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ცდომილების კოეფიციენტი მინიმალური.
თემატიკა უპირატესად მოიცავს ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებს
„Commersant Check“-ის მიზანია სანდო, კვალიფიციური მიდგომებით მოახდინოს ფაქტების გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის.
„კომერსანტის“ გუნდი მზადაა თანამშრომლობისათვის ყველა მხარესთან, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში მეთოდოლოგიის დეტალურად გაცნობის მიმართულებით.