„კომერსანტის“ შეკითხვა ეროვნულ ბანკს და „ქართულ ოცნებას“: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ექვსი წლის მანძილზე  „ორი ბანკი ჭამდა ქვეყანას“ ?

„კომერსანტის“ შეკითხვა ეროვნულ ბანკს და „ქართულ ოცნებას“: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ექვსი წლის მანძილზე „ორი ბანკი ჭამდა ქვეყანას“ ?

access_time2018-07-30 09:00:00


 კომერსანტი“ სისტემატურად წერდა და სვამდა შეკითხებს იმ პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მაგრამ  მთავარი პოლიტიკური ძალა მათ უბრალოდ არ იმჩნევდა და ,შესაბამისად, არც რეაგირებდა.

ამჯერად, „კომერსანტი“ რუბრიკით  - „შეკითხვა ხელისუფლებას“ ყოველ კვირა, კიდევ ერთხელ, კონკრეტულად მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვს პასუხებს ყველა  პრობლემებზე,  რომელიც  უკვე იქცა ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ  მიზეზად.

 

„ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შემდეგ, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ  სიღარიბე გაიზარდა და “ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა“.  ივანიშვილის განცხადებას მმართველი პარტიის უმეტესობა აღფრთოვანებით შეხდა და დაეთანხმა. მაგრამ არც ერთს საკუთარი პასუხისმგებლობა  არ გახსენებია.

 

ის, რომ ორი ბანკი, არა მარტო ჭამდა საქართველოს, არამედ არ აძლევდა განვითარების საშუალებას, წლების მანძილზე ცნობილია. თუმცა, საქმე მხოლოდ „საქართველოს ბანკში“ და „თიბისი ბანკში“ არ არის. ფაქტია, რამდენ უფლებასაც მისცემს ხელისუფლება საბანკო სექტორს, სწორედ ეს განსაზღვრავს -  იქნება  თუ არა ეს ბიზნესი ეკონომიკის მუხრუჭი და მოსახლეობის გამღარიბებელი. ამ ყველაფერში დამნაშავეა საქართველოს ეროვნული ბანკი -  როგორც მისი წინა ხელმძღვანელობა ისე დღევანდელი,  რომელიც უფლებას აძლევს კომერციულ ბანკებს, რომ სექტორი იყოს ოლიგოპოლიზირებული.


ასევე დამნაშავეა  მთავრობა და პარლამენტი. რომელმაც მიიღო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, სადაც  მონოპოლიად ითვლება ის ბაზრის მოთამაშე, ვისი წილიც 40 % -ზე მეტია. სწორედ ამგვარმა კანონმდებლობამ  შეუწყო ხელი საბანკო ბაზარზე ოლიგოპოლიების შექმნას.

 

კომერსანტის შეკითხვა ეროვნულ ბანკს და „ქართული ოცნებას“: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენს მიერ შექმნილი კანონმდებლობით და რეგულაციებით ორი ბანკი „ჭამდა“ ქვეყანას“? 


 2018 წლის 1 ივლისის მონაცემებით  ფიზიკური პირების ვალი 16 კომერციული ბანკის მიმართ 12,5 მილიარდი ლარია, ხოლო  UNICEF  - ის ბოლო კვლევის თანახმად უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად  4%, ხოლო ურბანულ დასახლებებში - 4,5%  -ია.

 

კოალიცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში 2012 წლის 5 ოქტომბერს მოვიდა. 9 ოქტომბერს ივანიშვილი ბიზნესს ხელშეუხებლობას,  ბაზარზე მონოპოლიების აღკვეთას, ხოლო საზოგადოებას  საბანკო  სესხებზე საპროცენტო განაკვეთების  შემცირებას დაჰპირდა.

 

“ქართული ოცნება“  VS  ბანკები

 


პირველი საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც  „ქართულმა  ოცნებამ“  2014 წლის მარტში   „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“კანონში  შეიტანა  ადგილობრივ ბაზარზე  კომერციული ბანკების  ხელშეუხებლობა დაუშვა:

 

თუ კომერციული ბანკები კრედიტის რომელიმე სახეზე ერთსა და იმავე საპროცენტო განაკვეთს დააწესებენ და ამით  მიზანმიმართულად შეზღუდავენ კონკურენციას,  კონკურენციის სააგენტო მათ ვერ დააჯარიმებთ - კონკურენციის შესახებ კანონმა კომერციული ბანკებისთვის, ელექტრონული კომუნიკაციების და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის გამონაკლისი დაუშვა. 

 

თუ რატომ ?  ამ კითხვაზე  პასუხი  დღემდე გაუცემელია.

 

 ასევე დღემდე სადაოა აღნიშნულ  კანონით ბაზარზე უპირატესი მოთამაშის დადგენის წესი. ეს საკითხი კონკრენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს.


 თუმცა საბანკო ბაზარზე შექმნილი ვითარებით,   კონკურენციის სააგენტო ამ დრომდე  არ  დაინტერესებულა.

 

საბანკო სექტორს  არაპროფილური აქტივების ფლობა  ( ანუ სხვა ბიზნესებში თანამოანაწილეობა )  კომერციულ ბანკებს 2014  წელს  აეკრძალათთუმცა კანონი  არ კრძალავს, რომ ბანკის აქციონერებს ჰქონდეთ ეს ბიზნესი,  რაც  ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას  კლავს.  საბანკო სექტორში  არაპროფილურ  აქტივებს “თიბისი  ბანკი“ და “საქართველოს ბანკი “ ფლობდნენ.  აქტივები გამიჯნულია, თუმცა ბანკების მიერ  შექმნილი კომპანიები სადაზღვევო, ჯანდაცვის  და სამშენებლო სექტორში უპირობო ლიდერები არიან.

 

“ქართულმა ოცნების“  დეპუტატების მეჭიაური-ებანოიძის კანონპროეატის  პარლამენტში დამტკიცების შემდეგ  2015 წლის  ოქტომბერში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო  რომელსაც კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა ეროვნულ ბანკს გამოეყო. თუმცა სააგენტომ სამი დღეც ვერ იმუშავა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ეს უწყება 39 დეპუტატაის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად სცნო.  საბანკო სექტორის ზედამხედველობა ისევ ეროვნული ბანკის ხელში გადავიდა.

 

2014 წელს საფინანსო ბაზარზე ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები  შემოვიდნენ, რომლებიც კომერციულმა ბანკებმა დააფუძნეს. ორგანიზაციები  სესხებს  მარტივად  პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიის გადამომწმების გარეშე გასცემდნენ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 700-800 % -ი იყო.  ეს სექტორი, ფაქტობრივად, არ  რეგულირდებოდა.   

 

2017 წლის 1 იანვირიდან  მთავრობამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და ეფექტური განაკვეთი  100%-მდე დასწია.  სესხის გაცემის წესებიც გამკაცრდა თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.

 

2017 წლის ბოლოს მოვალეთა რეესტრში  238 563 მოქალაქე დაფიქსირდა.  2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით კი კომერციული ბანკების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 209 192 767 ლარი შეადგინა.  ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება და  94,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე – 58,5 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 31,8 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

 

ბოლო საკანონმდებლო ცვლილება,  რომელმაც  საბანკო ბაზარზე  პასუხისმგებლიანი დაკრედიტება უნდა უზრუნველყოს 2018 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. კომერციული ბანკები სესხებს შემოსავლების დასაბუთების გარეშე ვერ გასცემენ.  ასევე დაგეგმილია ონლაინ კრედიტებზე და მიკროსაფინანსო სესხებზე საპროცენტო ზღვარის 50%-მდე დაწევა.

 

ეს მცირე ანალიზი აჩვენებს, რომ 6 წლის განმავლობაში  იმისთვის,  რომ მოსახლეობა კომერციული ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების  და  მიკროსაფინანსო  ორგანიზაციების  უპასუხისმგებლო დაკრედიტებისგან დაეცვა,  ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა.  ასევე ვერ მოხდა  საფინანსო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა. თუ რატომ?  ამ კითხვაზე პასუხი  ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუცია. ამ ეტაპზე საბანკო სექტორის ლობირებასა  და გავლენების ზრდაში  მხოლოდ ექსპრემიერ  გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებენ.


ნინო ნატროშვილი

 

 

 

 






აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი

აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი
person access_time2018-10-22 20:00:00
21 სექტემბერს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი დაინტერესდა რუსული კომპანია Crocus Group-ის დამფუძნებლის არაზ აგალაროვის და აშშ-ში მის წარმომადგენელის ირაკლი ყაველაძეს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით. საინფორმაციო საშუალების მონაცემებით, 2016 წლის 3 ივნისს აგალაროვი შეეცადა აშშ-ს წარმომადგენლობაში 3,3 მლნ. დოლარის გადარიცხვას  - ამის შემდეგ იყო 9 ივნისი, როდესაც რუსული კომპანიის...

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“
person access_time2018-10-22 20:31:30
სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენმოუწოდებს. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოშიდა ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხსისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი,სტივენ...

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა  ქალაქს ტოვებს
person access_time2018-10-22 15:30:02
ქარხანა „ელექტროცინკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები ადამიანების სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ განყოფილებაში. ხანძარი საწარმოში 21 ოქტომბერს დილით გაჩნდა, შედეგად ქალაქის მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას - კერძოდ, თავის, ყელის და თვალების ტკივილის უჩივის. ვლადიკავკაზში არსებობს ინფორმაცია, რომ „ელექტროცინკში“...

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება
person access_time2018-10-22 18:34:16
ილონ მასკის განცხადებით, პროექტი, რომელიც ქალაქებს შორის გვირაბების სატრანსპორტო სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს, პირველ მნიშვნელოვან ფაზას ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ პირველი გვირაბის მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე კომპანია Boring Company მუშაობს, რომელიც მასკის მფლობელობაშია. ეს არის პროექტი, რომელიც გვირაბების სრულიად ინოვაციური...

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა
person access_time2018-10-22 17:30:20
საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად წლების მანძილზე გატარებული რეფორმებისა თუ საკადრო ცვლილებებისა,  ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემები ყველა ხელისუფლებისთვის ქვაკუთხედად რჩება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივები გააჟღერა. სამი იდეის ზუსტ...


მსგავსი სიახლეები

up