„კომერსანტის“ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - საპარტნიორო ფონდი „ლოპოტა რეზორტის“ განვითარებას იწყებს

„კომერსანტის“ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - საპარტნიორო ფონდი „ლოპოტა რეზორტის“ განვითარებას იწყებს

person access_time2017-05-03 17:30:34

„კომერსანტის" ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით „ლოპოტა რეზორტის" განვითარება იწყება. გასულ კვირას „კომერსანტი" წერდა, რომ საპარტნიორო ფონდი დასასვენებელ კომპლექს „ლოპოტა რეზორტში" შედიოდა. შედეგად, იგეგმებოდა სასტუმროს სერიოზული რეკონსტრუქცია და ევროპული ტიპის კურორტად ჩამოყალიბება.


მაშინ საპარტნიორო ფონდში დეტალებზე არ ისაუბრეს. 
დღეს საპარტნიორო ფონდმა „ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, ფონდი ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში 5,400,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.


GBC-ს ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.„ლოპოტას სასტუმრო ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. იგი ერთნაირად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებლებთა შორის. კურორტი ერთნაირადაა დატვირთული წლის ნებისმიერ დროს. საპარტნიორო ფონდისთვის ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიხარია, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას," - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

 

გაფართოების სამუშაოებს კომპანია „სი აი სი" (CIC) შეასრულებს, მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია - Colliers, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრი" იმუშავებს.

 


სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.გაფართოებული სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.


შპს „ლოპოტა ინვესტმენტმა" კახეთში, სოფელ ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის - „ლოპოტა" განვითარება 2007 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, სასტუმრო 100 ნომრიანია, რომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, 250 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ოლიმპიური ზომის ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი), მინიგოლფის მოედანი, ღამის კლუბი, სპა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს. სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 160 ადამიანი, საიდანაც 80 ადგილობრივია.


ტურიზმის სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად ფონდი ჩართულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „წინანდალი რედისონის" პროექტის განხორციელებაში, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება, ფონდში განიხილება აბასთუმანსა და მესტიაში სასტუმროების მშენებლობის პროექტები.


დასრულებული პროექტებია -5 ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" ლიკანში, „ჯინო ველნესი" ახალციხეში, „როიალ ბატონი" ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში, ასევე Best Western-ი ქუთაისში.


 



„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

„ბიზნესისთვის წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა“ - ბიზნესმენები „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგებს აფასებენ

„ბიზნესისთვის წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა“ - ბიზნესმენები „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგებს აფასებენ
access_time2019-12-11 10:50:48
კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების ბრძანებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა ხელი მიმდინარე წლის 31 მაისს მოაწერა. ბრძანების თანახმად, 217 კომპანიას იმპორტის გადასახდელების გადახდა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში დაეკისრა. ცვლილებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ბიზნესი აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებს დღემდე იმკის. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა,...


მსგავსი სიახლეები

up