კომერსანტის ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა

კომერსანტის ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა

access_time2019-01-10 11:50:39

 “კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა. ამის შესახებ დღეს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განცხადება უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში კომერსანტი ექსკლუზიურად წერდა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე, რაც საქართველოს ბანკში მაშინ კატეგორიულად უარყვეს. 


 გაჩეჩილაძე ახალ თანამდებობას 2019 წლის 28 იანვარს დაიკავებს. მან ამ თანამდებობაზე კახა კიკნაველიძე შეცვალა.


დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მიიღო შემოთავაზება დაიკავო CEO-ს პოსტი საქართველოს ბანკში. საქართველოს ბანკი არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში და აქვს უდავოდ გამორჩეული და ძლიერი ბრენდი. ქართულ საფინანსო სექტორში არაერთი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია განვითარდეს უფრო მეტი საბანკო სერვისი, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზე და უახლეს ინოვაციებზე იქნება დამყარებული,- ამბობს გაჩეჩილაძე.


არჩილ გაჩეჩილაძე წლების განმავლობაში იყო „გალტ&თაგარტის“ ხელმღვანელი. შემდეგ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.





არჩილ გაჩეჩილაძე 2018 წლიდან GGU (Georgia Global Utilities) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია, 2018 წლის ნოემბრიდან კი ამავე ჯგუფის წევრი კომპანიის - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის პოზიციას ითავსებს და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 2017-2018 წლებში იგი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.


ამასთანავე, 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე არის სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ (GRPC) დირექტორი.


თუმცა, მანამდე არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკში მოღვაწეობდა. 2016-2017 წლებში საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.


2015-2016 წლებში იყო BGEO ჯგუფის ფინანსური დირექტორი. 2009-2015 წლებში კი საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.


2008-2009 წლებში არჩილ გაჩეჩილაძე იყო თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც.


კომერსანტი





"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up