“კომერსანტის“ ინფორმაცია  დადასტურდა - ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

“კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა - ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

access_time2018-01-25 10:59:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა მთავრობაში.


„გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი - ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მაოდგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი ლექვინაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ირაკლი ლექვინაძე ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.


შეგახსენებთ, კომერსანტმა“ დედაქალაქის მერის ყოფილი მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, ხოლო ირაკლი ლექვინაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა.


საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა 2016 წლის ივლისიდან ვაკანტურია ანუ მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ასრულებს.








გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up