შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

access_time2019-02-22 11:00:28


ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

„კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი?  ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა.  


 გამოკითხვის შედეგად შვიდი ძირითადი კომპანია გამოიკვეთა. მათ შორის - PIPES burger joint, Hard Rock Cafe, BURGER BAR, BURGER CLUB, BURGER CITY, BURGER CLASICO და BURGER KING.



 რატომ ირჩევენ მომხმარებლები „კრაფტ ბურგერს“?  საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები გვინმარტავენ   მაღალი ხარისხის ახალშექმნილი პროდუქცია - ეს ქართულ ბაზარზე არსებული „კრაფტ ბურგერების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშაა და სწორედ ამით არის ის გამორჩეული.

                                                                                                 

ფოტოგრაფი ალექსანდე ბაგრატიონ-დავიდოვი PIPES burger joint- გამოარჩევს, რადგან, მისი აზრით, ბაზარზე ერთ-ერთი ხარისხიანი პროდუქციაა.


„მომწონს და ვაგემოვნებ PIPES burger joint-ის ბურგერებს, რადგან გამორჩეული გემო და ხარისხია,“ - აღნიშნა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვმა.  



„ბრავო რეკორდსი“-ს დამფუძნებელი ზაზა შენგელია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „კრაფტ ბურგერის“ დასაგემოვნებლად განსაკუთრებით ხშირად Hard Rock Cafe-სა და PIPES burger joint-ს სტუმრობს.

 

„კრაფტ ბურგერის“ მოხმარება ჩემთვის ამერიკასთან ასოცირდება და ამ მხრივ აქ გამორჩეული გემოა. ბურგერის ამ სეგმენტს ჩვენ ქვეყანაში დიდი მომავალი აქვს და დროთა განმავლობაში ცნობადი ხდება,“ - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

 



პროდუსერ მიშა მშვილდაძის განცხადებით, ის „კრაფტ ბურგერის“ ხშირი მომხმარებელია და ამ სეგმენტის საბურგერეების მუდმივი სტუმარია. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით ხშირად BURGER BAR-ს სტუმრობს. თუმცა, მისი ყურადღება ბაზარზე ახალშემოსულმა BURGER CLUB-მაც მიიპყრო.


„კრაფტ ბურგერს“, სხვა ბურგერებთან შედარებით, განსაკუთრებული გემო აქვს. BURGER CLUB-ს საინტერესო კონცეფცია აქვს და მას აუცილებლად ვესტუმრები,“ - აღიშნა მიშა მშვილდაძემ.



ტელეწამყვანი და პროდუსერი ნიკა ქავთარაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „კრაფტ ბურგერის“ შემთხვევაში ბაზარზე სრულიად ახალშემოსულ საერთაშორისო ბრენდს BURGER CLUB-ს ანიჭებს უპირატესობას.

 

„მომწონს BURGER CLUB-ის ბურგერების გემო და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილია, რამდენჯერმე უკვე ვესტუმრე და მომავალშიც აუცილებლად ვესტუმრები. ხარისხიანი და გემრიელი პროდუქცია აქვთ. რაც შეეხება შენობას, საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვს, რაც ადგილზე მისულ მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის,“ - განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.




დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე აბულაძის თქმით, საბურგერეების ხშირი სტუმარია და გამორჩეული სივრცეც აქვს.

 

„BURGER CITY-ში გემრიელი და ხარისხიანი პროდუქცია აქვთ. ჩემთვის პურის და ხორცის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს და კომპანიას ამ ორ სფეროში სრულად ვენდობი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბურგერს დავაგემოვნებდი, თუმცა ასეც მოხდა, რადგან „კრაფტ ბურგერი“ ძალიან გემრიელი პროდუქტია,“ -აღნიშნა აბულაძემ.



„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ის „კრაფტ ბურგერებს“ დიდ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ბაზარზე ხარისხით გამოარჩევს. ის BURGER CLASICO-ს სტუმრობს. ელისაშვილის აზრით, ბურგერის ახალი სეგმენტის გამოჩენამ ბაზარზე მომხმარებელს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა.


 

როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის „ბეკო“-ს  დამფუძნებელი მეჰმედ მელექი აცხადებს, ის უპირატესობას BURGER KING-ს ანიჭებს.


BURGER KING-ს ხარისხიანი მომსახურება და გემრიელი პროდუქცია აქვს. გარემოც კომფორტული და სასიამოვნოა,“ - განაცხადა მეჰმედ მელექმა.


 


„კომერსანტი“

 

 

 

 

   

 





აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up