კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:
„შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ბიზნესმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის ფორმატში გარე სარეკლამო სივრციდან გავიდნენ. ეს ეხება როგორც გარე ისე შიდა რეკლამებს“,- განმარტავს ზურაბ ბერუაშვილი.
კომერსანტის კითხვაზე არის თუ არა თანახმა ყველა კომპანია უარი თქვას გარე რეკლამაზე სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის პასუხი შემდეგია:
„ყველა კომპანიის სახელით არ შემიძლია გესაუბროთ, არის რამდენიმე კომპანია რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ არ შემიძლია ამ კომპანიების ჩამოთვლა არ შემიძლია, ბოლომდე არ არის დასრულებული პროცესი, თავად საზოგადოება შეატყობს“, - აცხადებს ზურაბ ბერუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა გასულ წელს საკანონმდებლო ორგანოში რამდენჯერმე სცადეს თუმცა, ინიციატივა ინიციატივად დარჩა და ამ დრომდე კანონპროექტის განხილვა დროში ჭიანურდება. აღსანიშნავია იცის, რომ აზარტული თამაშების რეკლამის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მოსახლეობის დიდი ნაწილიც. მიუხედავად ამისა, არც აღმასრულებელი ხელისუფლება და არც საკანონმდებლო ორგანო აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით არანაირ ნაბიჯს არ დგამს.
ბაჩო ადამია