„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „ვენდი'ს“ ამერიკული რესტორანი თებერვალში „გალერია თბილისში“, ზაფხულში კი სოფელ არგვეთაში გაიხსნება

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „ვენდი'ს“ ამერიკული რესტორანი თებერვალში „გალერია თბილისში“, ზაფხულში კი სოფელ არგვეთაში გაიხსნება

access_time2019-01-30 10:00:56

„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ „ვენდი'ს“-ის ამერიკული რესტორანი მიმდინარე წლის თებერვალში „გალერია თბილისის“ სავაჭრო ცენტრში გაიხსნება. სწრაფი კვების ობიექტის ახალი ფილიალი „გალერია თბილისის“ მე-5 სართულზე 80 კვ.მ ფართობზე სხვა მსხვილ სწრაფი კვების ობიექტებთან ერთად განთავსდება. კომპანია ჯამში 300 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

როგორც ვენდის“-ის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, „გალერია თბილისის“ სივრცეს მომხმარებლების დიდი რაოდენობა სტუმრობს და ეს კომპანიისთვის მომგებიანი იქნება.


მისივე  განცხადებით, „გალერია თბილისში“ სწრაფი კვების მიმართულებით  საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა „ვენდი'ს“-ის შეთავაზებული პროდუქციის ხარისხის ხარჯზე კონკურენციისთვის მზად არის.


„ახალი ფილიალისთვის სივრცეში განთავსებული ყველა სწრაფი კვების ობიექტი კონკურენტულია, თუმცა როდესაც პროდუქციას მაღალი ხარისხით აწარმოებ, შესაბამისად, კონკურენტუნარიანიც ხარ,“ - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.

 

 „კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება ისიც, რომ „ვენდი'ს“-ის პიცერიის ქსელის განვითარებას სწორედ „გალერია თბილისში“ განაგრძობს და ის თებერვლის შუა რიცხვებში უკვე მეორე ფილიალით ახალ სივრცეში იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს სწრაფი კვების მრავალფეროვან მენიუსთან ერთად ხუთივე სახეობის პიცას შესთავაზებს.  

 


ბაზარზე თქვენი პიცა ახლახანს გამოჩნდაბუნებრივია ჩნდება კითხვა, სხვა პიცერიებისთვის კონკურენციის გაწევას რამდენად შეძლებთ?

 

„მომხმარებლებში მოთხოვნადი პროდუქტია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ხარისხიანი პროდუქცია შეგვეთავაზებინა. დიახ, რა თქმა უნდა, კონკურენცია იქნება და ამისთვის მზად ვართ. ჩვენ პიცის ინგრედიენტები იტალიიდან ჩამოგვაქვს და „გალერია თბილისში“ შესულ სხვა პიცერიებს კონკურენციას სწორედ ხარისხით და გემური თვისებებით გავუწევთ.“

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს გენერალური დირექტორის თქმით, 2019 წელს „ვენდი'ს“-ი როგორც თბილისის, ისე რეგიონის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე განვითარდება. თუმცა განვითარებამდე კომპანია ბაზრის შესწავლას გეგმავს.


ასევე სამომავლო გეგმის მიხედვით ვენდი'ს“-ის მიმდინარე წლის ზაფხულში სოფელ არგვეთაში გაიხსნება. სადაც დაახლოებით 500 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

2012 წლის აპრილის თვეში „ვენდი'ს“-მამსოფლიოში ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა  ვისოლ ჯგუფთან“ ხელშეკრულება გააფორმარომლის თანახმადაც მოდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანში რესტორნის ქსელის 25 ობიექტი უნდა გაიხსნას.


ვენდი'ს“-ი  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელიარომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.  


 

ლიკა გურაბანიძე







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up