“კომერსანტის“ ექსკლუზივი: თელავში “ბუნებრივი აირი“ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: თელავში “ბუნებრივი აირი“ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს

access_time2019-01-25 12:30:02

 “კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თელავში, ზუზუმბოზე, 6 ჰექტარ ფიჭვის მასივში, ერთი 40-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და რვა კოტეჯი აშენდება. ზუზუმბოს ტურისტულ კომპლექს შპს “ბუნებრივი აირი“ აშენებს, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 10 მლნ ლარია. 


კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წლის მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიის დირექტორი გიორგი ქართლელიშვილის განცხადებით, პროექტის მასშტაბის გაზრდის გამო მშენებლობის დასრულება 2019 წლის ზაფხულამდე გადადო.


შპს “ბუნებრივი „აირში“ ნომრის ღირებულება ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ აქვთ თუმცა, კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ ნომრის ღირებულება ერთი ღამით 150 ლარიდან დაიწყება.



„როდესაც პროექტი პირველად დაპროექტდა, მაშინ არ გვქონდა გათვალისწინებული კოტეჯები, აუზი, კახური ეზო. საწყის ეტაპზე აუზი და კახური ეზო იფუნქციონირებს. კომპლექსში განთავსდება ორი ღია და ერთი დახურული  აუზი, შემდეგ კი საჯინიბო დაემატება. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ყველა კახურ ტრადიციას, მაგალითად ნახავენ როგორ მზადდება ჩურჩხელა, როგორ იხდება არაყი. მათ საშუალება ექნებათ ამ პროცესებში თვითონაც მიიღონ მონაწილეობა. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ფიტნეს დარბაზი და ბარ-რესტორანი“, - აცხადებს გიორგი ქართლელიშვილი.


 


შპს “ბუნებრივი აირის“  მენეჯმენტმა  ჯერჯერობით სასტუმროს სახელი არ იცის, თუმცა, განმარტავენ, რომ სახელწოდება თელავთან იქნება კავშირში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემებით ირკვევა, რომ შპს “ბუნებრივ აირში” 66,6%–ს შოთა დემინაშვილი ხოლო 33,3%-ს დავით დემინაშვილი ფლობს.  ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ბუნებრივი აირი“ თელავში  სასტუმროთა ქსელ ,,ძველი თელავს“ ფლობს.


ბაჩო ადამია






საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up