„კომერსანტის“ ექსკლუზივი: „თიბისი ჯგუფი“ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურს“ ყიდულობს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: „თიბისი ჯგუფი“ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურს“ ყიდულობს

person access_time2016-08-19 09:35:54

„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ „თიბისი ჯგუფი“ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურს“ ყიდულობს. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის აქტიურ ფაზაშია და „თიბისის“ მიერ „კოპენბურის“ შეძენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

 

ამ საკითხზე „თიბისი ჯგუფში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, „კომერსანტმა“ კომენტარის მოპოვება ვერ შეძლო „კოპენბურისგანაც,“ რადგან ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირება  ვერ მოხერხდა.

 

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ჯგუფის“ სადაზღვევო ბაზარზე შესვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ, „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა.

 

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პუბლიკაციის გასვლიდან მცირე ხანში „კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ ბიზნესჯგუფი მსჯელობს სადაზღვევო კომპანიის შექმნაზე.


 

 

როგორც ცნობილია წლების წინ „თი ბი სი ბანკი“ მონაწილეობდა სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაფუძნებაში. „ვენის სადაზღვევო ჯგუშია“ მიერ კომპანიის აქციების უდიდესი ნაწილის შეძენის შემდეგად „თი ბი სი ბანკი“ და  „ჯი პი აი ჰოლდინგი“ აგრძელებდნენ მჭიდრო პარტნიორობას  ჯვარედინი საბანკო-სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის კუთხით. 


ყოფილი პარტნიორის მიერ ახალი სადაზღვევო კომპანიის შექმნაზე კომენტარი გააკეთეს „ჯიპიაი ჰოლდინგში,“ სადაც აღნიშნეს, რომ „სადაზღვევო ბიზნესი და საბანკო ბიზნესი არის სხვადასხვა რამ და სადაზღვევო კომპანიებისა და საბანკო ბიზნესის თანამშრომლობას უფრო დიდი პერსპექტივა აქვს და უკეთ აისახება მომხმარებლის ინტერესზე, ვიდრე იმას, რომ ბანკებმა შექმნან თავიანთი სადაზღვევო კომპანიები.“ ამასთან, „ჯიპიაიში“ ხაზი გაუსვეს, რომ კონკურენტული გარემო ხელს უწყობს ბაზრის განვითარებას.

 

„კომერსანტი“ აღნიშნული გარიგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება. 

 

კომპანია კოპენბური საქართველოს ბაზარზე  2014 წლის აგვისტოდან არსებობს. კომპანიის პარტნიორია გერმანიის მოქალაქე ფრანიო ვიდიჩეკი. კომპანია აქტიურად მუშაობს არასიცოცხლის და არაჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up