კომერსანტის ექსკლუზივი - თბილისში თხილამურებზე სრიალის სასწავლო ტრენაჟორების ცენტრი იხსნება

კომერსანტის ექსკლუზივი - თბილისში თხილამურებზე სრიალის სასწავლო ტრენაჟორების ცენტრი იხსნება

access_time2019-04-15 11:00:02


 საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად სრიალის მოყვარულებისთვის, დამწყებებისა და პროფესიონალებისთვის თხილამურებზე სრიალის შესწავლა, დახვეწა და პროფესიონალურ დონეზე ათვისება სპეციალური ტრენაჟორებით, სავარჯიშო დარბაზებში იქნება შესაძლებელი.


ბრიტანეთში დარეგისტრირებული, უკრაინული კომპანია  Proleski-ს ქართულმა  პარტნიორმა კომპანიამ Proleski Georgia-მ  საქართველოს ბაზარზე პირველად სპეციალური ტრენაჟორები შემოიტანა და სათხილამურო და სნოუბორდზე დგომის ტექნიკის სასწავლო ცენტრებს ხსნის.


„ტრენაჟორებს ინგლისური კომპანია აწარმოებს, რომელიც ახლა უკვე  საქართველოშიც შემოდის. საქართველო მთის კურორტების ქვეყანაა და, შესაბამისად, სპორტის ამ მიმართულებების შესწავლაზე მოთხოვნა  დიდია. ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები, რომელთაც უნდათ, რომ ბავშვები დატვირთონ მაქსიმალურად და ასწავლონ თხილამურზე ან სნოუბორდზე დგომა. სპეციალური კურსის გავლის შემდეგ უკვე შეუძლია ადამიანს წავიდეს ბაკურიანსა თუ გუდაურში და თამამად და უშეცდომოდ ისრიალოს,“ - აცხადებს კომპანია Proleski Georgia-ს დამფუძნებელი ზურაბ ზაბახიძე.





სპეციალური ტრენაჟორი აჩვენებს ადამიანს თხილამურზე დგომის დროს დაშვებულ შეცდომას, ტრენერის დახმარებით კი სწორად სრიალის ტექნიკას ასწავლის. უკვე ცნობილია, რომ სათხილამურო ცენტრით სარგებლობის  ერთი კურსი დაახლოებით  160 ლარი ეღირება.


კონკრეტულად სად გაიხსნება პირველი ცენტრი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მოლაპარაკებები დაწყებულია რამდენიმე ცნობილ სატრენაჟორო ცენტრებთან, ასევე თბილისი მოლთან, „არენასთან“ და ა.შ. როგორც  ზურაბ ზაბახიძე „კომერსანტთან“ აცხადებს უკვე ცნობილია, რომ ტრენაჟორების ცენტრი თბილისში, სექტემბერში გაიხსნება და ამ ცერემონიალს  სპორტის ზამთრის სახეობების მსოფლიო ჩემპიონები და მათი ტრენერები დაესწრებიან.


ზურაბ ზაბახიძის ინფორმაციით,   კომპანია ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მომავალში ქსელის განვითარებას გეგმავს.


„გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ინვესტორთან,  ვფიქრობთ, ბათუმშიც , ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში დავაარსოთ მსგავსი სასრიალო სასწავლო ცენტრი.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  2023 წელს ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონატი გვაქვს და ახალი სპორტსმენები გვჭირდება, ვფიქრობთ, ჩვენი ტრენაჟორები ბევრ მომავალ სპორტსმენს დაეხმარება,“ - აღნიშნა ზურაბ ზაბახიძემ.


Proleski Georgia-მ სათხილამურო ტრენაჟორები უკვე შეიტანა აზერბაიჯანში და სომხეთში. ზურაბ ზაბახიძის თქმით, მათი კომპანია პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც ამ ბიზნესის განვითარებას გეგმავს.


მარიამ მორგოშია






უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up